1 . საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. [4]
2 . ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე. [4]
3 . სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის. [3]
4 . შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. [6]
5 . გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე. [5]
6 . ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი. [1]