1 . გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით. [4]
2 . შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ! [1]
3 . ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო. [4]
4 . აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა. [1]
5 . გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე. [0]
6 . იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს! [0]