1 . გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება. [1]
2 . მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან. [5]
3 . დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით. [0]
4 . დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე. [2]
5 . ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან. [5]
6 . მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი. [1]