1 . ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში. [1]
2 . ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით. [1]
3 . ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. [4]
4 . ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით. [2]
5 . ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. [1]
6 . ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი! [1]