=3.43.6. ძილის სიმშვიდისთვის დაწერილია
ფს.3,6; 4,8; 120,3.4; 126,1.2 იგავ.3,24 მათ.6,34: 11,28.29
ბიბლიის მუხლები
ფსალმუნი 3
6. ვწვები, ვიძინებ და ვიღვიძებ, რადგან უფალი შემწეა ჩემი.
ფსალმუნი 4
8. მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
ფსალმუნი 120
3. არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
4. აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.
ფსალმუნი 126
1. გალობა აღსავალთა. სოლომონისთვის. თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი.
2. ამაოდ დგებით ადრიან, აგვიანებთ დასხდომას, ჭამთ ჭმუნვით პურს; რადგან ძილს ანიჭებს უფალი იმას, ვინც უყვარს.
იგავნი 3
24. დაწვები, არაფრის შეგეშინდება; დაიძინებ, ტკბილი ძილი გექნება.
მათე 6
34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი.
მათე 11
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
3.43.6. Для спокойного сна написано
Пс.3,6; 4,8(9 груз); 120,3.4; 126,2 Прит.3,24 Матф.6,34: 11,28.29