დაიცავი გული შენი - სიცოცხლისთვის


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 18 : 14 ; ფსალმუნები 138 : 23 ; იგავნი 3 : 21 ; იგავნი 4 : 23 ; იგავნი 22 : 5 ; იგავნი 23 : 19 ; მათე 12 : 35 ; მათე 15 : 19 ; მარკოზი 7 : 21 ; იაკობი 1 : 14 ; ებრაელთა 12 : 15 ;
=3.40.7. დაიცავი გული შენი - სიცოცხლისთვის

(იყავი ფრთხილი შენს აზრებში)


ფს.18,14,, 138,23.24 იგავ.3,21.22,, 4,[23],, 22,5,, 23,19,, მათ.12,35,, 15,19 მარ.7,21 იაკ.1,14 ებრ.12,15 

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 18
14. დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.

ფსალმუნი 138
23. გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
24. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე. 

იგავნი 3
21. შვილო, ნუ მოიშორებ თვალიდან, არ დაკარგო განსჯის უნარი.
22. ეს სიცოცხლე იქნება შენი სულისთვის და მშვენება შენი ყელისთვის.

იგავნი 4
23. შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.

იგავნი 22
5. უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია, ხოლო ვინც თავის სულს უფრთხილდება, შორს უვლის მას.

იგავნი 23
19. მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.

მათე 12
35. კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი.

მათე 15
19. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;

მარკოზი 7
21. ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი,

იაკობი 1
14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.

ებრაელთა 12
15. ფრთხილად იყავით, რომ არავინ მოაკლდეს ღვთის მადლს და არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, რათა არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი.


__თემაზე წერდნენ__
***
ერთ აღმოსავლეთელ მეფესთან მივიდა კაცი და ჰკითხა, თუ შეეძლო ეთქვა, როგორ დაეცვა თავი შეცოდებისაგან?
მეფემ უბრძანა გაევსო ჭურჭელი ზეთით პირთამდე და გადაევლო ქალაქი ისე, რომ არ დაეღვარა არცერთი წვეთი. “თუ დაღვრი თუნდ ერთ წვეთსაც კი უმალ თავს მოგკვეთენ” – უთხრა მეფემ და თან გააყოლა ორი მახვილით შეიარაღებული კაცი და მათაც უბრძანა აღესრულებინათ სასჯელი თუნდ ერთი წვეთი ზეთის გადმოღვრისთანავე.
მოხდა ისე, რომ ქალაქში ამ დროს იყო ბაზრობა და მთელი ქუჩები გადავსებული იყო ხალხით. მაგრამ ეს ჩვენი გმირი იმდენად ყურადღებიანი და ფრთხილი იყო, რომ წვეთიც არ დაღვრია ისე დაბრუნდა მეფესთან.
“რას ხედავდი შენს გარშემო, როცა დადიოდი ქალაქში?” – ჰკითხა მან.
“არაფერს – უპასუხა კაცმა, - მე არ შემეძლო თვალიერება, რადგან მთლიანად ვიყავი დაკავებული ჩემი ზეთით.”
“კარგია, - უთხრა მეფემ, - მოიქეცი ასე. მიეწებე მთელი ყურადღებით, მთელი გულითა და გრძნობებით ღმერთს და მის ნებას, როგორც იყავი დაკავშირებული ზეთის ჭურჭელთან. ასე დაიცავ შენს თავს დაცემისგან.”
“რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვებისამებრ” (ფს. 118,9).
__ იაკობ ლევენი __

3.40.7. Храни сердце свое ради жизни
(будь бдительным в своих мыслях)
Пс.18,15,, 138,23.24 Прит.3,21,, 4,[23],, 22,5,, 23,19,, 28,26 Матф.12,35,, 15,19 Мар.7,21 Яков.1,14 Евр.12,15