ასტროლოგიას ნუ ერწმუნებით


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 4 : 19 ; 4მეფეთა 23 : 5 ; ესაია 47 : 13 ; იერემია 10 : 2 ; დანიელი 2 : 27 ;
=3.50.3. ასტროლოგიას ნუ ერწმუნებით

რჯ.4,19,, 4მფ.23,5 ეს.47,13.14 იერ.10,2 დან.2,[27] 

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4
19. რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში.

4მეფეთა 23
5. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ გორაკებზე იუდას ქალაქებში და იერუსალიმის სანახებში, და ბაალის, მზისა და მთვარის, ცთომილთა და ცის მთელი ვარსკვლავეთისთვის გუნდრუკის მკმეველნი.

ესაია 47
13. დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!
14. აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერცხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად!

იერემია 10
2. ასე თქვა უფალმა: ნუ გადაიღებთ სხვა ხალხთა ზნეს, ნუ შეგეშინდებათ ციური ნიშნებისა, როგორც სხვა ხალხებს ეშინიათ.

დანიელი 2
27. მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: ბრძენებს, შემლოცველებს, მოგვებს და ვარსკვლავთმრიცხველებს იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს, არ შეუძლიათ.

3.50.3. Не верьте в астрологию
Втор.4,19,, 4цар.23,5 Ис.47,13.14 Иер.10,2 Дан.2,[27]