ვარსკვლავი - იესო ქრისტე


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 24 : 17 ; იობი 19 : 25 ; ესაია 60 : 2 ; მათე 2 : 2 ; ლუკა 1 : 78 ; 2პეტრე 1 : 19 ; გამოცხადება 1 : 7 ; გამოცხადება 2 : 28 ; გამოცხადება 22 : 16 ;
=2.3.23. ვარსკვლავი - იესო ქრისტე

რიცხ.24,[17] იობ.19,25 ეს.60,2.3 მათ.2,[2.]7-10 ლუკ.1,78.79,, 2პეტ.1,19 გმცხ.1,7,, 2,28; 22,16

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 24
17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას.

იობი 19
25. მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!

ესაია 60
2. რადგან, აჰა, წყვდიადი დაფარავს ქვეყანას და ბნელი - ხალხებს, შენზე კი უფალი ინათებს და მისი დიდება გამოგეცხადება.
3. ხალხები მოვლენ შენს ნათელზე და შენი სხივის ელვარებაზე.

მათე 2
2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. 
7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას.
9. ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.

ლუკა 1
78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.
79. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.

2პეტრე 1
19. ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.

გამოცხადება 1
7. აჰა, მოდის ღრუბლებით და იხილავს ყოველი თვალი; იხილავენ ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი. და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყოველი ტომი. ჰო, ამინ.

გამოცხადება 2
28. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.

გამოცხადება 22
16. მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა ეკლესიებში გიმოწმოთ ეს. მე ვარ დავითის ფესვი და მოდგმა, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი.

2.3.23. Звезда - Иисус Христос
Чис.24,[17] Иов.19,25 Ис.60,2.3 Матф.2,[2.]7-10 Лук.1,78.79,, 2Пет.1,19 Отк.1,7,, 2,28; 22,16