დაიმკვიდრებენ ქვეყანას თვინიერნი, გულით მდაბალნი, მორჩილნი, მშვიდნი...


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 12 : 3 ; ფსალმუნები 2 : 12 ; ფსალმუნები 24 : 9 ; ფსალმუნები 36 : 9 ; ფსალმუნები 146 : 6 ; ფსალმუნები 149 : 4 ; სოფონია 2 : 3 ; მათე 5 : 5 ; მათე 11 : 29 ; მათე 21 : 5 ; იაკობი 1 : 21 ; იაკობი 3 : 13 ; 1პეტრე 3 : 4 ; გალატელთა 5 : 23 ; ეფესელთა 4 : 2 ; კოლასელთა 3 : 12 ; 1ტიმოთე 6 : 11 ; 2ტიმოთე 2 : 25 ; ტიტე 3 : 2 ; რიცხვნი 32 : 29 ;
=2.14.8. დაიმკვიდრებენ ქვეყანას თვინიერნი, გულით მდაბალნი, მორჩილნი, მშვიდნი,
მინდობილნი, თავმდაბალნი, გულის ფარული სიწმიდის და ბრძნული სიმშვიდის მქონენი, მოწიწებულნი, თავშეკავებულნი, ქედმოდრეკილნი, დიდსულოვანნი, უშფოთველნი 

რიცხ.12,3; 32,29 ფს.2,12; 24,9.13,, 36,9.11.22.29.34,,146,6 , 149,4 სოფ.2,3 მათ.[5,5],, 11,29,, 21,5 იაკ.1,21,, 3,13,, 1პეტ.3,4.15 გალ.5,23 ეფ.4,2 კოლ.3,12,, 1ტიმ.6,11,, 2ტიმ.2,25 ტიტ.3,2

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 12
3. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

რიცხვნი 32
29. უთხრა მათ მოსემ: "თუ თქვენთან ერთად გადავლენ გადისა და რეუბენის ძენი იორდანეს გაღმა უფლის წინაშე საომრად შეიარაღებულნი და დაგემორჩილებათ ის ქვეყანა, მაშინ მიეცით მათ გილყადის ქვეყანა სამკვიდრებლად.

ფსალმუნი 2
12. ეამბორეთ ძეს, რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება რისხვა მისი. ნეტარ არს ყველა, ვინც მასზეა მინდობილი.
12 (მთაწმინდელის თარგმანი)
მიიღეთ სწავლა, ნუუკუე განრისხნეს უფალი და წარსწყმდეთ თქუენ გზისა მისგან მართლისა, რაჟამს აღატყდეს მყის გულისწყრომა მისი. ნეტარ არიან ყოველნი რომელნი ესვენ მას.


ფსალმუნი 24
9. წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
13. მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.

ფსალმუნი 36
9. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
11. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.
22. რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან.
29. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე.
34. მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.

ფსალმუნი 146
6. გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.

ფსალმუნი 149
4. რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით.

სოფონია 2
3. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.

მათე 5
5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 

მათე 11
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.

მათე 21
5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.

იაკობი 1
21. ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკლოვანება, ყოველგვარი ბოროტება და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც შეუძლია იხსნას თქვენი სული.

იაკობი 3
13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.

1პეტრე 3
4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.
15. არამედ უფალი ქრისტე წმიდა-ყავით თქვენს გულში და მარადჟამ მზად იყავით, რომ თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას.

გალატელთა 5
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

ეფესელთა 4
2. მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი.

კოლასელთა 3
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

1ტიმოთე 6
11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;

2ტიმოთე 2
25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად.

ტიტე 3
2. ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ.

__თემაზე წერდნენ__
***
თუკი ისეთი ცოდვისთვის გაგკიცხავენ, რომელიც არ ჩაგიდენია, თავმდაბლად და მორჩილად მიიღე გამკიცხველის საყვედური, და მაშინ უხრწნელ გვირგვინს დაიუფლებ. 
__ წმ. ანტონი დიდი __

***
ფს.2,12 არასწორად არის თარგმანი. ბიბლის შესწავლისას ყოველთვის პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მისი ისტორიულ-კულტურულ-ლინგვისტური კონტექსტი. დავითის 2 ფს. 12 მუხლი ივრითულად იწყება ასე : תהל' 2:12: "נַשְּׁקוּ ־ בַר - (ნაშკუ - ბარ, ვარ)
საქმე იმაში გახლავთ რომ : בר ბარ მხოლოდ არამეულ ენაზე აღნიშნავს ძეს , ხოლო ძველ ებრაულად ნიშნავს სიწმინდეს, პირველ ყოფილ ერთობას, და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ფსალმუნის დაწერის პერიოდს მაშინ ჯერ კიდევ მინიმუმ 400 წელი არ ეცოდინებათ არამეული ისრაელიანელებს და აქედან გამომდინარე გამორიცხულია დავითს სიტყვა ძე ეგულისხმა რადგანაც მან სიტყვა ძეს აღსაღნიშნავად უკვე 7 მუხლში გამოიყენა ებრაული სიტყვა ბენ - ძე. მაშ რას ნიშნავს სიტყვა ნაშკუ - נשקו ? ამ სიტყვასაც აქვს ორი მნიშვნელობა : ამბორი და აღჭურვა აქედან გამომდინარე ამ ფსალმუნის მიახლოვებული თარგმანი იქნება აი ასე : ფს 2:12: "აღიჭურვეთ სიწმინდით რომ არ განრისხდეს იგი და არ დაიღუპოთ გზაში, რადგან მალე აღიგზნება მისი რისხვა. ნეტარია ყველა, ვინც მასზეა მინდობილი."
პ.ს. გიორგი მთაწმინდელის თარგმანიც სწორად გადმოცემს აზრს
, რომელიც შესრულდა სეპტუაგინტიდან. სხვა ქართული თარგმანები კი რუსული სინოდალურიდანაა.
უნდა აღინიშნოს, რომ სეპტუაგინტიდანაა თარგმნილი 5 სხვა რუსული თარგმანებიც, სადაც ძე არაა ნახსენები. იხ. საიტი bible.by
__ გიორგი ჯიჯეიშვილი __

2.14.8. Блаженны кроткие, ибо они наследуют землю
Чис.12,3; 32,29 Пс.2,12; 24,9.13,, 36,9.11.22.29.34,,146,6 , 149,4 Соф.2,3 Матф.[5,5],, 11,29,, 21,5 Иак.1,21,, 3,13,, 1Пет.3,4.15 Гал.5,23 Еф.4,2 Кол.3,12,, 1Тим.6,11,, 2Тим.2,25 Тит.3,2