მარხული არც ჭამს და არც სვამს


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 34 : 28 ; მეორე რჯული 9 : 18 ; ეზრა 10 : 6 ; ესთერი 4 : 16 ; იონა 3 : 7 ; ლუკა 4 : 2 ; საქმენი მოციქულთა 9 : 9 ;
=3.36.11. მარხული არც ჭამს და არც სვამს

გამ.34,28 რჯ.9,18 ეზრ.10,6 ესთ.4,16 იონ.3,7.8 ლუკ.4,2 საქ.9,9

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 34
28. დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.

მეორე რჯული 9
18. დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას. 

ეზრა 10
6. ადგა ეზრა ღვთის სახლის წინიდან, წავიდა იოხანან ელიაშიბის ძის სადგომისკენ და შევიდა იქ. პური არ უჭამია, არც წყალი დაულევია, რადგან მწუხარებდა გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო.

ესთერი 4
16. წადი, თავი მოუყარე შუშანის მთელს იუდაელობას, იმარხულეთ ჩემთვის, არ ჭამოთ და არ სვათ სამ დღეს, არც დღისით, არც ღამით. მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად, მერე წავალ მეფესთან, თუმცა წესი არ არის. თუ დავიღუპები, დავიღუპო.

იონა 3
7. გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს.
8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.

ლუკა 4
2. ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.

საქმე მოციქულთა 9
9. სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა.

__თემაზე წერდნენ__
***
დიდთა მათ მარხვათა აღვსებისათა ერგასისთა მათ დღეთა, ექვსთა წელთა შინა, არც დღისი, არცა ღამეჲ არა დაჯდის ქვე, არცა დაიძინის, არცა საჭმელი რაჲ მიიღის. გარნა დღესა ხოლო კვირიაკესა ეზიაროს ხორცსა და სისხლსა ქრისტეჲს ღმრთისა ჩუენისასა და მცირედ ოდენ წვენი მხლისა შექმნული - იგიცა მცირედ - მიიღის, ხოლო პურისა გემოჲ არა იხილოს ვიდრე აღვსებადმდე
__ იაკობ ხუცესი "შუშანიკის წამება" __


3.36.11. Постящемуся не есть, не пить
Исх.34,28 Втор.9,18 Езд.10,6 Есф.4,16 Ион.3,7.8 Лук.4,2 Деян.9,9