ბიბლია კაცობრიობის ისტორიის სახელმძღვანელოა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 2 : 7 ; დაბადება 3 : 6 ; დაბადება 5 : 5 ; დაბადება 8 : 16 ; დაბადება 10 : 2 ; დაბადება 11 : 14 ; გამოსვლა 34 : 27 ; მსაჯულნი 8 : 14 ; ესაია 21 : 1 ; ეზეკიელი 27 : 13 ; ანგია 1 : 1 ; მათე 2 : 1 ; მათე 27 : 54 ; ლუკა 3 : 1 ; ლუკა 23 : 44 ; საქმენი მოციქულთა 4 : 24 ; საქმენი მოციქულთა 7 : 1 ; საქმენი მოციქულთა 17 : 6 ; 2პეტრე 1 : 16 ; რომაელთა 16 : 23 ; 1კორინთელთა 10 : 1 ; 2ტიმოთე 3 : 16 ;
=1.1.10. ბიბლია კაცობრიობის ისტორიის სახელმძღვანელოა

ბიბლიის ისტორიისთვის დამახასიათებელია:
- ადამიანების ცხოვრების წლებით დათარიღება ანგ.1,1.15 ლუკ.3,1
- ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად 2ტიმ.3,16
- არ არის მითიური 2პეტ.1,16

ფასეულია საცოდნელად:
- უძველესი ისტორია საქ.7,1-53
- სიმბოლოები ჟამთა ებრ.9,8-10
- სულიერი გაკვეთილები 1კორ.10,1-11
- წინასწარმეტყველებანი და მათი აღსრულება საქ.4,24-28

- როცა პოულობენ დინოზავრებს და მათ ხნოვანებას მილიონობით წლით ითვლიან, კრიტიკოსები ამას ბიბლიის შეცდომად აცხადებენ. ღმერთმა შესაძლოა მილიონობით წლის წინ შექმნა ისინი, მაგრამ უფალი არ მოგვითხრობს როგორი ცხოველები ცხოვრობდნენ. არ სთვლის საჭიროდ და მნიშვნელოვნად და ბიბლიაც არ გამორიცხავს დინოზავრების არსებობას.
- ჩინური იდეოგრამა (იეროგლიფი) სიტყვა ''პირველი''-ს აღსანიშნად შედგება სიცოცხლე+მიწის მტვერი+კაცი-სგან დაბ.2,7
- იეროგლიფი სიტყვისთვის ''მოსურვილება'' - ქალი+ორი ხე დაბ.2,17.22; 3,6
- იეროგლიფი სიტყვისთვის ''გემი'' - ნავი+რვა კაცი დაბ.8,16.18
- როგორც ბიბლიური ტექსტი, ასევე შუმერული მეფეთა ჩამონათვალი, რომელიც ნაპოვნია მესოპოტამიაში, მოწმობენ პირველი ადამიანების დღეგრძელობას დაბ.5,5
- ქართველების წინაპრები ბიბლიაში
- ნოეს ძის იაფეთის ძენი თუბალი (თობელი, თოველი, ტაბალ, იბერი, фувал, фовел, Тувал) და მეშექი (მუშქი, მუშეხ, მოსოქ, მოსოხ, მუსკი, მესხი, Мешех, Мосох) დაბ.10,2
- ტვიროსთან ვაჭრობდნენ ტყვეებით და სპილენძის ჭურჭლით ეზეკ.27,13
- წინასწარმეტყველება, რომ დაისჯებოდნენ სხვა ჩრდილოელ ხალხებთან ერთად ეზეკ.38,2-4; 39,1-3
- ადიშის ოთხთავში საქ.2,9-ში მოხსენიებული უჟიკნი კერძო მოსაზრებებით ქართველებად არიან მიჩნეულნი. “სპარსნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შოვამდინარისანი და ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსა და ასიაჲსანი“
- 1889 წ. ამერიკელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნიპური, ბიბლიური ქალნე დაბ.10,10
- 1845 წ. ო.ლეიარდმა გათხარა ბიბლიური ქალახი დაბ.10,11.12
- 1922 წ. ლ.ვულმა აღმოაჩინა ქალდეველთა ური, აბრაამის სამშობლო დაბ.11,31
- ეგვიპტეში იქნა ნაპოვნი წერის გამომხატველი ქანდაკებები მეხუთე დინასტიის ჟამინდელი, რომელიც არსებობდა 2500 წლით ადრე ქრ-მდე. მოსე ხომ მთელი ათასი წლით გვიან ცხოვრობდა გამ.34,27
- 1975 ნ. სირიაში აღმოჩენილ იქნა თიხის წიგნების ბიბლიოთეკა დაახლოებით 2400-2250 წწ.ქრ-მდე, აბრაამამდე და მის შემდგომ პერიოდის, რომლებშიც გვხვდება ბიბლიური სახელები: ყებერი, აბრაამი დაბ.11,14.26
- ხეთელების შესახებ არაფერი გაეგონათ არც ბერძნებს და არც რომაელებს, მხოლოდ ბიბლია მოიხსენიებს ამ ხალხს და აი 1905 წ იქნა აღმოჩენილი ოდესღაც მცხოვრები დიდი ხალხის შესახებ დაბ.15,20
- სირიაში ნაპოვნი თიხის წიგნები, აგრეთვე შუმერის, ბაბილონის, ეგვიპტის ცივილიზაციების აღმოჩენები მოწმობენ, რომ იმ დროს, აბრაამამდეც კი, უკვე არსებობდა დამწერლობა მსაჯ.8,14
- ე.ბოტამ გათხარა ასირიის მეფის სარგონ მეორის სასახლე (721-705 წ.წ.ქრ-მდე) ეს.21,1
- 1899 წ. გერმანელმა მაძიებლებმა გათხარეს უდაბნოს ქვიშებში ძველი ბაბილონი. ბერლინის მუზეუმში ახლა შესაძლებელია იშთარის კარიბჭეებისა და სააღლუმო ქვაფენილის ნახვა, რომელიც დაიგო ნაბუქოდონოსორის ბრძანებით, რაც მშვენიერი ილუსტრაციაა დანიელის წიგნის მონათხრობისთვის.
- იესოს ამბის ისტორიული კონტექსტი იწყება არა სიტყვებით: ''ერთხელ რომელიღაც შორეულ ქვეყანაში...'', არამედ: ''როდესაც იესო იშვა იუდეის ბეთლემში მეფე ჰეროდეს დღეებში...'' მათ.2,1
- საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ნაპოვნია წარწერა, რომელიც შეიცავს სიტყვა პოლიტარქოსს. ტერმინს იყენებდნენ რომაელი ხელისუფალნი და ისტორიულად აქამდე წერილობით მოიხსენიებდა მას მხოლოდ ლუკა მახარებელი საქ.17,6
- კორინთოში თეატრალური ეზოს ფილაქანზე წარწერაში მოხსენიებული ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი შესაძლებელია იყოს იგივე პიროვნება რომ.16,23
*** მრავალნი დაბადების წიგნის ისტორიულობას ცერად უყურებენ, თუმცა ბევრი რამ ემთხვევა ისტორიაში მომხდარს და არქეოლოგიური გათხრებიც ამტკიცებენ. ეს წიგნი არ იწერებოდა ისტორიისთვის. მასში მოთხრობილია ადამიანის ცოდვაში ჩავარდნისა და მისი შედეგების შესახებ. დაბადება არის ღვთაებრივი გარდასახვა მოვლენებისა, რაც არ ართმევს მას ისტორიულობის პრეტენზიას. __ალენ პ. როსი_

***
პირველი საუკუნის ბერძენი ასტრომი ფლეგონი თავის ნაშრომში "ოლიმპიადების შესახებ" წერს:
202-ე ოლიმპიადის მე-4 წელს მოხდა მზის დიდი დაბნელება, იმაზე დიდი, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი, რადგან მეექვსე საათზე(დაახლ. შუა დღე)
დღე ღამედ გადაკეთდა და ისე რომ ცაში ვარსკვლავებიც კი ჩანდნენ
მიწისძვრა მოხდა ბითვინიაში და დაანგრია ქალაქ ნიკეის დიდი ნაწილი“
მესამე საუკუნის ქრისტიანი მოღვაწე ორიგენე თავის ნაშრომში (Contra Celsus - ცელსუსის წინააღმდეგ) სწერდა
რომ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაც ჩაწერილია სახარებებში:
"ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!” მათ.27:54
ლუკ.23:44-45: "უკვე დღის ექვსი საათი იქნებოდა, რომ მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე. დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიხა."

1.1.10. Библия о истории
Быт.2,7; 3,6; 5,5; 8,16.18; 10,2; 11,14 15,20 Исх.34,27 Суд.8,14 Ис.21,1 Иез.27,13 Агг.1,1.15 Матф.2,1; 27,54 Лук.3,1; 23,44.45 Деян.4,24-28; 7,1-53; 17,6; 2Пет.1,16 Рим.16,23; 1Кор.10,1-11; 2Тим.3,16 Евр.9,8-10