ხვეწნა, მუდარა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 19 : 3 ; დაბადება 25 : 21 ; დაბადება 50 : 17 ; გამოსვლა 33 : 13 ; გამოსვლა 34 : 9 ; რიცხვნი 14 : 5 ; იესო ნავეს ძე 7 : 8 ; მსაჯულნი 16 : 16 ; მსაჯულნი 19 : 7 ; 1მეფეთა 15 : 30 ; 2მეფეთა 24 : 10 ; 3მეფეთა 20 : 32 ; 4მეფეთა 1 : 13 ; ნეემია 1 : 8 ; ესთერი 5 : 7 ; ესთერი 8 : 3 ; იობი 34 : 28 ; ფსალმუნები 30 : 22 ; იერემია 7 : 16 ; იერემია 36 : 25 ; იერემია 42 : 2 ; იონა 4 : 2 ; მარკოზი 5 : 17 ; მარკოზი 7 : 26 ; ლუკა 15 : 28 ; რომაელთა 16 : 17 ; 1კორინთელთა 16 : 12 ; ეფესელთა 4 : 1 ; რიცხვნი 16 : 4 ; გალატელთა 4 : 12 ;
=4.18.72 ხვეწნა, მუდარა

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში დაბ.19,3
- ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის დაბ.25,21
- გემუდარები, შეუნდე შენს ძმებს დაბ.50,17
- გემუდარები, მაუწყე შენი გზები გამ.33,13
- გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა გამ.34,9
- პირქვე დაემხნენ მოსე და აჰარონი ისრაელის ძეთა მთელი კრებულის წინაშე (ემუდარებოდნენ წუწუნით თავი არ დაეღუპათ) რიცხ.14,5
- გაიგონა მოსემ [წინაღმდგომთა ნათქვამი] და დაემხო პირქვე რიცხ.16,4
- გემუდარები, უფალო იესნ.7,8; 2მფ.24,10 იონ.4,2
- დალილა სამსონს ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა გაემხილა თავისი ძალის საიდუმლო მსაჯ.16,16
- შეეხვეწა სიმამრი და ის ღამეც იქ გაათია მსაჯ.19,7
- მიუგო საულმა: "შევცოდე. გემუდარები, დამდე ახლა პატივი ჩემი ხალხის უხუცესებისა და ისრაელის წინაშე და დაბრუნდი ჩემთან ერთად 1მფ.15,30
- ბენ-ჰადადმა შემოგითვალა, გემუდარები, შემინარჩუნეო სიცოცხლე 3მფ.20,32
- მუხლებზე დავარდა ელიას წინაშე, ემუდარებოდა და ეუბნებოდა: "ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში 4მფ.1,13
- გაიხსენე, გემუდარები, სიტყვა, რომელიც ამცნე მოსეს ნეემ.1,8
- მიუგო ესთერმა: "აი, ჩემი სახვეწარი ესთ.5,7
- კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხთით და ტირილით ემუდარებოდა, გაეუქმებინა ჰამან აგაგელის ბოროტება და მისი განზრახვა, რომელიც ებრაელთა წინააღმდეგ განიზრახა ესთ.8,3
- ესმის მას ჩაგრულთა მუდარა იობ.34,28
- შენ ისმინე ჩემი მუდარის ხმა ფს.30,22
- ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ იერ.7,16
- ემუდარებოდნენ მეფეს იერ.36,25
- გევედრებით, შეისმინე ჩვენი მუდარა და ილოცე ჩვენთვის უფლის, შენი ღმერთის წინაშე იერ.42,2
- დაუწყეს მას ხვეწნა, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო მარ.5,17
- ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან მარ.7,26
- გამოვიდა მამამისი და ეხვეწებოდა ლუკ.15,28
- გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ რომ.16,17
- ძალიან ვეხვეწე, მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ ახლა არ ისურვა 1კორ.16,12
- გახდით ჩემნაირნი, როგორც მე - თქვენნაირი, ძმებო გევედრებით გალ.4,12
- გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს ეფ.4,1

4.18.72 Умоление
Быт.19,3; 25,21; 50,17 Исх.33,13; 34,9 Чис.14,5; 16,4 Иисн.7,8 Суд.16,16; 19,7; 1цар.15,30; 2цар.24,10; 3цар.20,32; 4цар.1,13 Неем.1,8 Есф.5,7; 8,3 Иов.34,28 Пс.30,22 Иер.7,16; 36,25; 42,2 Ион.4,2 Мар.5,17; 7,26 Лук.15,28 Рим.16,17; 1Кор.16,12 Гал.4,12 Еф.4,1