ქრისტეს ვნებანი


საკვანძო მუხლები:

მარკოზი 9 : 12 ; ლუკა 24 : 26 ; საქმენი მოციქულთა 3 : 18 ; საქმენი მოციქულთა 17 : 3 ; 1პეტრე 1 : 11 ; 1პეტრე 2 : 21 ; 1პეტრე 3 : 18 ; 1პეტრე 5 : 1 ; 2კორინთელთა 1 : 5 ; ფილიპელთა 3 : 10 ; ებრაელთა 2 : 9 ; ებრაელთა 5 : 8 ; ებრაელთა 9 : 28 ;
=2.3.81 ქრისტეს ვნებანი

წმ.წერილში ნათქვამია მასზე:
- როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის მარ.9,12
- განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? ლუკ.24,26
- ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით ლუკ.24,46
- ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა საქ.3,18
- [პავლე] უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ქრისტე უნდა დატანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო საქ.17,3
- იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას 1პეტ.1,11
- [მე პეტრე ვარ] ქრისტეს ვნებათა მოწმე 1პეტ.5,1

ქრისტეს სარგებელი მისი ვნებებისგან:
- ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო ებრ.2,9
- ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი ებრ.2,10
- ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად ებრ.2,17
- რადგან, რაკი თვითონ ეტანჯა და გამოიცადა, განსაცდელში მყოფთა დახმარებაც ძალუძს ებრ.2,18
- თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება ებრ.5,8

სარგებელი ქრისტიანებისთვის მისი ვნებებისგან:
- ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ 1პეტ.2,21
- რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს 1პეტ.2,23
- ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან 1პეტ.3,18
- როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც 2კორ.1,5
- რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო ფლპ.3,10
- ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად ებრ.9,28

2.3.81 Страдания Христа
Мар.9,12 Лук.24,26 Деян.3,18; 17,3; 1Пет.1,11; 2,21.23; 3,18; 5,1; 2Кор.1,5 Флп.3,10 Евр.2,9.10.17.18; 5,8; 9,28