გააზრება, შეცნობა, შესმენა - სწორი გაგება


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 31 : 3 ; 3მეფეთა 3 : 9 ; 1ნეშტთა 28 : 9 ; ნეემია 8 : 2 ; ფსალმუნები 72 : 16 ; ფსალმუნები 118 : 34 ; იგავნი 6 : 32 ; იგავნი 15 : 32 ; ესაია 1 : 19 ; ესაია 6 : 9 ; ესაია 44 : 18 ; დანიელი 9 : 2 ; ლუკა 8 : 35 ; ლუკა 24 : 45 ; იოანე 8 : 43 ; 2პეტრე 3 : 16 ; 1იოანე 5 : 20 ; რომაელთა 1 : 20 ; რომაელთა 7 : 23 ; რომაელთა 8 : 6 ; რომაელთა 12 : 2 ; 1კორინთელთა 1 : 18 ; 1კორინთელთა 2 : 13 ; 2კორინთელთა 3 : 14 ; ეფესელთა 1 : 18 ; ეფესელთა 4 : 18 ; კოლასელთა 1 : 21 ; 2თესალონიკელთა 2 : 2 ; ტიტე 1 : 15 ; ებრაელთა 8 : 10 ; ებრაელთა 11 : 3 ; საქმენი მოციქულთა 2 : 28 ; საქმენი მოციქულთა 8 : 31 ; მათე 13 : 51 ; სიბრძნე სოლომონისა 9 : 1 ; მათე 15 : 10 ; 2ტიმოთე 2 : 7 ; ივდითი 8 : 1 ; ზირაქი 1 : 1 ; ესაია 41 : 20 ; ესაია 42 : 23 ; 3მეფეთა 22 : 28 ; მარკოზი 7 : 14 ;
=1.6.84 გააზრება, შეცნობა, შესმენა - სწორი გაგება

გაგება მოდის ღმერთისგან:
- ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნითა და ყოველგვარი ხელოვნებით გამ.31,3
- მიეცი შენს მსახურს გამგები გული, რათა განსაჯოს შენი ხალხი, რომ განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან 3მფ.3,9
- საჭიროა მოსმენა და გაგება 3მფ.22,28 მარ.7,14
- შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას - იპოვი, თუ მიატოვებ - სამუდამოდ უარგყოფს 1ნეშ.28,9
- გამოიტანა ეზრა მღვდელმა წიგნი კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა: მამაკაცებისგან, დედაკაცებისგან და ყველა იმათგან, ვისაც მოსმენისა და გაგების უნარი შესწევდა ნეემ.8,2
- განვიზრახე, რომ გამეგო ეს, მაგრამ ძნელად მეჩვენებოდა, ფს.72,16
- ვიდრე ღვთის საწმიდარში მოვიდოდი და მათ ბოლოს მივხვდებოდი ფს.72,17
- მომეცი გონიერება, რათა დავიცვა შენი რჯული ფს.118,34
- სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება, გონიერებას მატებს გულუბრალოებს ფს.118,130
- შეგონების შემსმენი საზრიანობას იხვეჭს იგავ.15,32
- თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ ეს.1,19
- გული დაუდონ და შეიგნონ, რომ უფლის ხელმა გააკეთა ეს.41,20
- გაგება მომავლის ეს.42,23
- წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ დან.9,2
- თუ გაიგეთ ყოველივე ეს? კიო მიუგეს მათ.13,51
- ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით ლუკ.8,35
- გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად ლუკ.24,45
- შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა საქ.2,28
- საჭურისმა სთხოვა ფილიპეს განემარტა მისთვის წერილი საქ.8,31
- ვიცით ისიც, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონიერება, რა­თა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ღმერთის ჭეშმარიტ ძეში 1იოან.5,20
- ქმნილებათა განხილვით შეიცნობა უხილავნი ღვთისა - მისი მარადიული ძალა და ღვთაებრივობა რომ.1,20
- ხორციელი აზროვნება სიკვდილია, ხოლო სულიერი – სიცოცხლე და მშვიდობა რომ.8,6
- გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი რომ.12,2
- რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს 1კორ.2,13
- გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის ეფ.1,18
- დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში 2ტიმ.2,7
- აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი ებრ.8,10
- რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი ებრ.11,3
განგებას შენსას ვინ შეიცნობდა, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა, და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა? სიბრძ.9,17

გაუაზრებლობის მიზეზები:
- ვინც ქალთან მრუშობს - ჭკუანაკლულია იგავ.6,32
- სმენით მოისმენთ, ოღონდ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით ეს.6,9
- არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ ეს.44,18
- ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება ეს.44,19
- მოუხმო იმ ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიგნეთ მათ.15,10
- რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა იოან.8,43
- ამის შესახებ ლაპარაკობს [პავლე] ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და არამყარნი, სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად ამახინჯებენ 2პეტ.3,16
- რაკი არ ეცადნენ, რომ გონებით ჩაწვდომოდნენ ღმერთს, ღმერთმა უკუღმართ გონებას გადასცა ისინი, რათა დაუწესებელი ეკეთებინათ რომ.1,28
- ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ რომ.7,23
- ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით. ამრიგად, ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულისა რომ.7,25
- სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა 1კორ.1,18
- მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო 1კორ.2,14
- გონება დაეხშოთ მათ, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე მოუხდელი რიდე, რომელიც ქრისტეში იხსნება 2კორ.3,14
- დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო ეფ.4,18
- თქვენც, რომელნიც ოდესღაც გონებით გაუცხოებულნი და მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეებით კოლ.1,21
- ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ აფორიაქდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე 2თეს.2,2
- ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც ტიტ.1,15
- თუკი ადამიანის გულის სიღრმეს ვერ ჩაწვდით და მისი გონების სიტყვები ვერ გაიგეთ, როგორღა შეიცნობთ ღმერთს, რომელმაც შექმნა ეს ყოველივე? მის აზრს როგორღა მისწვდებით? მის განსჯას როგორ გაიგებთ? ნუ ძმებო, ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს! ივდით.8,14
- კაცთაგან რომელი შეიცნობს ღვთის განზრახვას? ან უფლის ნებას ვინ მიხვდება? სიბრძ.9,13
- ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხელოვნებანი მისი ვინ შეიცნო? ზირაქ.1,6

----------------------
სურათზე: სოლომონის ლოცვა გამგები გულის მიღების შესახებ. 1659 წ. გრავიურა ამსტერდამიდან

1.6.84 Разумение - правильное понимание
Исх.31,3; 3цар.3,9; 22,28; 1Пар.28,9 Неем.8,2 Пс.72,16; 118,34.130 Пр.6,32; 15,32 Ис.1,19; 6,9; 41,20; 42,23; 44,18.19 Дан.9,2 Матф.13,51; 15,10 Мар.7,14 Лук.8,35; 24,45 Ин.8,43 Деян.2,28; 8,31; 2Пет.3,16; 1Ин.5,20 Рим.1,20.28; 7,23.25; 8,6; 12,2; 1Кор.1,18; 2,13.14; 2Кор.3,14 Еф.1,18; 4,18 Кол.1,21; 2Фес.2,2; 2Тим.2,7 Тит.1,15 Евр.8,10; 11,3 Иудиф.8,14 Прем.9,13.17 Сирах.1,6