სულის (გულის) გაქვავება (გასასტიკება) - სასჯელი ღმერთისგან


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 4 : 21 ; გამოსვლა 7 : 13 ; გამოსვლა 8 : 15 ; გამოსვლა 9 : 12 ; გამოსვლა 10 : 1 ; გამოსვლა 11 : 10 ; გამოსვლა 14 : 17 ; მეორე რჯული 2 : 30 ; იესო ნავეს ძე 11 : 20 ; 1მეფეთა 6 : 6 ; იობი 21 : 25 ; რომაელთა 9 : 17 ;
=3.51.4 სულის (გულის) გაქვავება (გასასტიკება) - სასჯელი ღმერთისგან

გამ.4,21,, 7,13.14.22.23,, 8,15,, 9,12.34,, 10,1.4,, 11,10,, 14,17 რჯ.2,30 იესნ.11,20,, 1მფ.6,6 იობ.21,25 რომ.9,17-23

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 4
21. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და, იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს.

გამოსვლა 7
13. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14. უთხრა უფალმა მოსეს: "გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
22. იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
23. პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.

გამოსვლა 8
15. დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

გამოსვლა 9
12. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ჰქონდა მოსესთვის უფალს.
34. როცა იხილა ფარაონმა რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა, უფრო მეტად შესცოდა და გაისასტიკეს გულები მან და მისმა მსახურებმა.

გამოსვლა 10
1. უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში,
4. თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს.

გამოსვლა 11
10. მოახდინეს ეს სასწაულები მოსემ და აარონმა ფარაონის თვალწინ, მაგრამ გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა მან ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან. 

გამოსვლა 14
17. მე კი, აჰა, გავასასტიკებ ეგვიპტელთა გულს და შეყვებიან უკან; მაშინ განვდიდდები ფარაონზე, მის ყოველ ჯარზე, ეტლებსა და მხედრებზე.

მეორე რჯული 2
30. მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.

იესო ნავეს ძე 11
20. რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს.

1მეფეთა 6
6. რატომ ისასტიკებთ გულს, როგორც ეგვიპტელები და ფარაონი ისასტიკებდნენ? ხომ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა?

იობი 21
25. ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.

რომაელთა 9
17. რადგანაც წერილი ეტყვის ფარაონს: „სწორედ იმისთვის დაგადგინე, რათა ჩემი ძალა გიჩვენო, და განითქვას ჩემი სახელი მთელს ქვეყანაზე“.
18. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს.
19. შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?
20. კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?
21. იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?
22. მაგრამ თუ ღმერთი, რომელსაც სურდა ეჩვენებინა თავისი რისხვა და ეუწყებინა თავისი ძალა, მთელი დიდსულოვნებით ზოგავდა შესამუსრად გამზადებულ ჭურჭლებს რისხვისას,
23. რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის,

3.51.4.Ожесточение души (сердца) - кара от Бога
исх.4,21,, 7,13.14.22.23,, 8,15,, 9,12.34,, 10,1.4,, 11,10,, 14,17 втор.2,30 иисн.11,20,, 1цар.6,6 иов.21,25 рим.9,17-23