რისკი რწმენით


საკვანძო მუხლები:

დაბადება 32 : 16 ; მარკოზი 2 : 4 ; მარკოზი 5 : 25 ; მარკოზი 10 : 46 ; ლუკა 5 : 18 ; ებრაელთა 11 : 29 ;
=3.40.53 რისკი რწმენით

დაბ.32,16-29 მარ.2,4; 5,25-29; 10,46-52 ლუკ.5,18-20 ებრ.11,29

ბიბლიის მუხლები

დაბადება 32
16. ჩააბარა თავის მორჩილთ ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა: იარეთ ჩემს წინ და ჯოგებს შორის დააგდეთ მანძილი.
17. დააბარა პირველს და უთხრა: თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ და საით მიდიხარ, ვისია ეს ჯოგი წინ რომ მოირეკავო.
18. უთხარი: შენი მორჩილის, იაკობის, არის-თქო; ჩემი ბატონის, ესავისთვის, გამოგზავნილი ძღვენია-თქო, აგერ, თავადაც უკან მოგყვება-თქო.
19. დააბარა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს გააყოლა, ასე უთხარითო ესავს შეხვედრისას.
20. უთხარით: აგერ, შენი მორჩილი იაკობი უკან მოგყვება-თქო. რადგან იფიქრა, გულს მოვუგებ წინ წაძღვანებული ძღვენით; მერე კი სახეზე შევხედავ, იქნება შემიწყალოსო.
21. ჩაიარა მის წინ ამ ძღვენმა, ხოლო თავად ის ღამე ბანაკში გაათია.
22. ადგა ღამით, ხელი მოჰკიდა თავის ორ ცოლს, ორ მხევალს, თავის თერთმეტ შვილს და გავიდა ფონს იაბოკზე.
23. აიყვანა ყველანი და გადაატარა მდინარე, ყველაფერი გადაიტანა, რაც კი ჰქონდა.
24. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.
25. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.
26. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
27. უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი.
28. უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
29. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.

მარკოზი 2
4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.

მარკოზი 5
25. ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,
26. ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -
27. იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.
28. ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.
29. და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან.

მარკოზი 10
46. მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად.
47. როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
48. ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.
50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.
51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას!
52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.

ლუკა 5
18. და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიავნენ და მის წინაშე დაეწვინათ.
19. მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე.
20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.

ებრაელთა 11
29. რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.

__თემაზე წერდნენ__
***
ღმერთი გამბედავს უღიმის.
__ ფრანგული ანდაზა __

=3.40.53 Риск по вере
Быт.32,16-29 Мар.2,4; 5,25-29; 10,46-52 Лук.5,18-20 Евр.11,29