შეხინა - უფლის დიდების გამოცხადება


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 16 : 10 ; გამოსვლა 24 : 16 ; გამოსვლა 33 : 18 ; ლევიანნი 9 : 23 ; ფსალმუნები 71 : 19 ; ფსალმუნები 101 : 16 ; ესაია 6 : 3 ; ესაია 35 : 2 ; ესაია 40 : 5 ; ესაია 60 : 1 ; აბაკუმი 2 : 14 ; ლუკა 2 : 9 ; იოანე 1 : 14 ; იოანე 12 : 41 ; 2კორინთელთა 3 : 18 ; 2კორინთელთა 4 : 6 ; ებრაელთა 1 : 3 ; გამოცხადება 21 : 23 ; გამოსვლა 13 : 21 ; გამოსვლა 25 : 22 ; რიცხვნი 9 : 15 ; რიცხვნი 10 : 11 ; 2ნეშტთა 7 : 1 ; ფსალმუნები 17 : 8 ; ფსალმუნები 49 : 3 ; ანგია 2 : 9 ; ზაქარია 2 : 5 ; ლუკა 1 : 35 ; საქმენი მოციქულთა 1 : 9 ; 2პეტრე 1 : 17 ; კოლასელთა 2 : 9 ; ებრაელთა 12 : 18 ; რიცხვნი 16 : 19 ; რიცხვნი 20 : 6 ; მეორე რჯული 4 : 36 ;
=2.2.8. შეხინა - უფლის დიდების გამოცხადება

ღმერთი ჩნდება:
- ეგვიპტიდან გამოსვლაში გამ.13,21.22
- ღრუბელში გამ.16,10 რჯ.4,36
- სინაის მთასთან გამ.24,16.17
- მოწმობის კიდობანზე გამ.25,22
- კლდის ნაპრალთან გამ.33,18-23
- საკრებულო კარავში გამ.40,34-38 რიცხ.20,6
- სადღესასწაულო კარავში ლევ.9,23
- უდაბნოში რიცხ.9,15-23; 10,11-36
- უფლის დიდება გამოეცხადა მთელ თემს რიცხ.16,19
- უფლის სახლში 2ნეშ.7,1-3
- ბუნებაში ფს.17,8-16
- ქარიშხალში ფს.49,3
- მთელ ქვეყნიერებაზე ფს.71,19 ეს.6,3
- ცეცხლში ებრ.12,18-21
- ღმერთის დიდებამ გაანათა ქალაქი გმცხ.21,23

ქრისტეს ღვთაებრიობა ჩანს:
- ისრაელისთვის მოვლინებაში ანგ.2,9 ზაქ.2,5
- სიტყვის ხორცად ქცევაში ლუკ.1,35 ინ.1,14
- ამაღლებაში საქ.1,9
- ფერიცვალებაში 2პეტ.1,17
- სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე კოლ.2,9

ადამიანების დამოკიდებულება უფლის დიდების გამოცხადებაზე:
- ეშინიათ ფს.101,16 ლუკ.2,9-14
- ახარებთ ეს.35,2; 60,1
- ყოველი ხორციელი ერთად იხილავს ეს.40,[5]
- უფლის დიდების ცოდნით ივსება ქვეყანა აბაკ.2,14,, 2კორ.4,6
- ლაპარაკობს მის შესახებ ინ.12,41
- ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან 2კორ.3,18

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 16
10. როდესაც ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას, გაჰხედა უდაბნოს და, აჰა, გამოჩნდა ღრუბელში უფლის დიდება.

გამოსვლა 24
16. მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან.
17. გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ.

გამოსვლა 33
18. თქვა მოსემ: მახილვინე შენი დიდება.
19. თქვა ღმერთმა: ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს შენს წინ და მოვუხმობ უფლის სახელს შენს წინაშე. შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია.
20. თქვა: ვერ შეძლებ ჩემი პირის ხილვას, რადგან ისე ვერ მიხილავს ადამიანი, რომ ცოცხალი დარჩეს.
21. თქვა უფალმა: აჰა, ადგილია ჩემთან. დადექი კლდეზე.
22. როცა ჩაივლის ჩემი დიდება, კლდის ნაპრალში მეყოლები და ვიდრე არ ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული.
23. როცა ხელს მოგაშორებ, ჩემს ზურგს დაინახავ, პირი კი უხილავი იქნება.

ლევიანნი 9
23. შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.

ფსალმუნი 71
19. და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!

ფსალმუნი 101
16. შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.

ესაია 6
3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!

ესაია 35
2. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს.

ესაია 40
5. გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს.

ესაია 60
1. აღდექ, განათდი, რადგან მოაწია შენმა ნათელმა და უფლის დიდება გაბრწყინდა შენზე.

აბაკუმი 2
14. რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული?

ლუკა 2
9. და აჰა, უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, გამოუბრწყინდათ დიდება უფლისა და შეშინდნენ დიდი შიშით.
10. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი.
11. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
12. და აი, თქვენი ნიშანი: იპოვით ყრმას შეხვეულს და მწოლარეს ბაგაში.
13. ანაზდად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა სიმრავლე, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
14. დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყნად და სათნოება კაცთა შორის.

იოანე 1
14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.

იოანე 12
41. ესა თქვა ესაიამ, როცა იხილა მისი დიდება და იუბნა მისთვის.

2კორინთელთა 3
18. ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან.

2კორინთელთა 4
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.

ებრაელთა 1
3. რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,

გამოცხადება 21
23. ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.

2.2.8. Шекина - явление славы Господней
Исх.13,21.22; 16,10,, 24,16.17,, 25,22; 33,18-23; 40,34-38 Лев.9,23 Чис.9,15-23; 10,11-36; 16,19; 20,6 Вт.4,36; 2Пар.7,1-3 Пс.17,8-16; 49,3; 71,19,, 101,16 Ис.6,3,, 35,2,, 40,[5],, 60,1 Авв.2,14 Агг.2,9 Зах.2,5 Лук.1,35; 2,9-14 Ин.1,14,, 12,41 Деян.1,9,, 2Пет.1,17; 2Кор.3,18,, 4,6 Кол.2,9 Евр.1,3; 12,18-21 Отк.21,23