თავისუფლება ქრისტეში


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 118 : 45 ; ესაია 61 : 1 ; იერემია 6 : 16 ; ოსია 6 : 3 ; ზაქარია 9 : 11 ; მალაქია 4 : 2 ; იოანე 8 : 32 ; იაკობი 1 : 25 ; იაკობი 2 : 12 ; 1პეტრე 2 : 16 ; რომაელთა 6 : 22 ; რომაელთა 8 : 2 ; 2კორინთელთა 3 : 17 ; გალატელთა 5 : 1 ; 1კორინთელთა 7 : 22 ;
=1.2.2 თავისუფლება ქრისტეში

ფს.118,45; ეს.61,1; იერ.6,16; ოს.6,3; ზაქ.9,11.12; მალ.4,2; ინ.8,[32.36]; იაკ.1,25; 2,12; 1პეტ.2,16; რომ.6,22; 8,2; 1კორ.7,22; 2კორ.3,17; გალ.5,1.13

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნნი 118
45. ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.

ესაია 61
1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.

იერემია 6

6. ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.

ოსია 6
3. შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.

ზაქარია 9
11 შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას.
12 დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ.

მალაქია 4
2. ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით.

იოანე 8
32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.

იაკობი 1
25. მაგრამ ვინც გულმოდგინედ აკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და კიდევაც მკვიდრდება მასში, არა როგორც გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის აღმსრულებელი, ნეტარია თავისი მოქმედებით.

იაკობი 2
12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.

1პეტრე 2
16. როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.

რომაელთა 6
22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.

რომაელთა 8
22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.

1კორინთელთა 7
22. ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია; ისევე, როგორც მოწოდებული თავისუფალი - ქრისტეს მონაა.

2კორინთელთა 3
17. უფალი სულია, ხოლო სადაც უფლის სულია, იქვეა თავისუფლება.

გალატელთა 5
1. თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს.
13. ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.

1.2.2. Свобода во Христе
Пс.118,45 Ис.61,1 Иер.6,16 Ос.6,3 Зах.9,11.12 Мал.4,2 Ин.8,[32.36] Иак.1,25,, 2,12,, 1Пет.2,16 Рим.6,22,, 8,2,, 1Кор.7,22; 2Кор.3,17 Гал.5,1.13