მარგალიტი ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

3მეფეთა 10 : 11 ; იობი 28 : 18 ; იგავნი 3 : 15 ; იგავნი 8 : 11 ; იგავნი 20 : 15 ; იგავნი 31 : 10 ; ქებათა-ქება 1 : 10 ; ესაია 45 : 3 ; იერემია 20 : 5 ; გოდება იერემიასი 1 : 11 ; ეზეკიელი 28 : 13 ; მათე 7 : 6 ; მათე 13 : 45 ; 1ტიმოთე 2 : 9 ; გამოცხადება 17 : 4 ; გამოცხადება 18 : 12 ; გამოცხადება 21 : 21 ;
=1.1.134 მარგალიტი ბიბლიაში

ბიბლიის ქართული გამოცემების სიმფონიისთვის

3მფ.10,11 იობ.28,18 იგავ.3,15; 8,11; 20,15; 31,10 ქებ.1,10 ეს.45,3 იერ.20,5 გოდ.1,11 ეზეკ.28,13 მათ.7,6; 13,45.46; 1ტიმ.2,9 გმცხ.17,4; 18,12.16; 21,21

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 10
11. ხირამის ხომალდმაც, რომელიც ოქროს ეზიდებოდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და თვალ-მარგალიტი.

იობი 28
18. მარჯანი და ბროლი არაფერია მასთან, მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე!

იგავნი 3
15. მარგალიტზე ძვირფასია იგი და შენი არც ერთი საწადელი არ შეედრება მას.

იგავნი 8
11. რადგან სიბრძნე სჯობს თვალ-მარგალიტზე და ვერაფერი სანატრელი ვერ შეედრება მას.

იგავნი 20
15. არის ოქრო და მრავალი მარგალიტი, მაგრამ ძვირფასი სამკაული - გონიერი ბაგეებია.

იგავნი 31
10. გამრჯე ცოლს ვინ იპოვის? მარგალიტზე ძვირფასია იგი.

ქებათა ქება 1
10. შენი ღაწვები მძივებივით მშვენიერია, ყელი - მარგალიტივით.

ესაია 45
3. და მოგცემ შენ ბნელში დაცულ საუნჯეთ და საიდუმლოდ დამარხულ თვალ-მარგალიტს, რათა მიხვდე, რომ მე, უფალი, მოგიხმობ სახელით, მე, ისრაელის ღმერთი!

იერემია 20
5. და მას მივცემ ამ ქალაქის მთელ სიმდიდრეს, მთელ მის ნაოფლარს, და მთელ მის თვალ-მარგალიტს; და იუდას მეფეთა მთელ საუნჯეს მივცემ მათი მტრის ხელთ, დაიტაცებენ, დაისაკუთრებენ, და ბაბილონში გაზიდავენ მას.

გოდება იერემიასი 1
11. მთელი მისი ერი ოხრავს პურის ძებნაში; ლუკმაპურში აძლევენ თვალ-მარგალიტს, სული რომ მოითქვან! მოიხილე, უფალო, და იხილე, როგორ დავმცირდი!

ეზეკიელი 28
13. ედემში იმყოფებოდი, ღმერთის ბაღში; შემკული იყო შენი შესამოსელი ყოველგვარი პატიოსანი ქვით: ლალით, ტოპაზით და ალმასით, ქრიზოლითით, ონიქსით, იასპით, საფირონით, ზურმუხტით, ბივრილითა და ოქრო-ქვით; ოქროთი და მარგალიტით იყო გაკეთებული შენი საყურეები, შენი შექმნის დღეს იქნა ისინი დამზადებული.

მათე 7
6. ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა ფეხით არ გათელონ და შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ.

მათე 13
45. კიდევ, ცათა სამეფო წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძიებს;
46. როგორც კი ძვირფას მარგალიტს იპოვის, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და მას იყიდის.

1ტიმოთე 2
9. ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,

გამოცხადება 17
4. დედაკაცი შემოსილი იყო პორფირითა და ძოწეულით, მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებით და ხელში მისი სიძვის სიბილწითა და უწმინდურებით სავსე ოქროს თასი ეჭირა.

გამოცხადება 18
12. ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხესა და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,
16. იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირითა და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკულო,

გამოცხადება 21
21. თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტია: ყოველი კარიბჭე - თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქროა, გამჭვირვალე მინის მსგავსი.

1.1.134 Жемчуг в Библии
3цар.10,11 Иов.28,18 Пр.3,15; 8,11; 20,15; 31,10 Пес.1,10 Ис.45,3 Иер.20,5 Плач.1,11 Иез.28,13 Матф.7,6; 13,45.46; 1Тим.2,9 Отк.17,4; 18,12.16; 21,21