ცოღარი (სეგორი, ცოყარი), ცოყანი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 14 : 2 ; მეორე რჯული 34 : 3 ; ესაია 15 : 5 ; დაბადება 19 : 22 ; რიცხვნი 13 : 23 ; ფსალმუნები 77 : 12 ; ესაია 19 : 11 ; ესაია 30 : 4 ; ეზეკიელი 30 : 14 ;
=1.1.109 ცოღარი (სეგორი, ცოყარი), ცოყანი

ცოღარი (მცირე, პატარა, უმნიშვნელო) არის ქანაანის უძველესი ქალაქი, ადრე ეწოდებოდა ბელაყი დაბ.14,2.8
- შეწყალებულ იქნა ლოტის თხოვნით დაბ.19,22
- მოსემ იხილა ფისგას მწვერვალიდან რჯ.34,3
- წინასწარმეტყველება მისი დაღუპვის შესახებ ეს.15,5

ცოყანი არის ეგვიპტის ქალაქი რიცხ.13,23
- უფალმა მოახდინა სასწაულები ცოყანის ველზე ფს.77,12.43
- გამოსულელდნენ ცოყანის მთავარნი ეს.19,11.13
- იუდეის მთავრები მფარველობის სათხოვნელად ჩავიდნენ ეს.30,4
- მსჯავრი კერპთაყვანისმცემლობის გამო ეზეკ.30,14

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14
2. ომი დაიწყეს სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
8. და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა.

დაბადება 19
22. იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.

მეორე რჯული 34
3. ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.

ესაია 15
5. კვნესის მოაბზე გული ჩემი; ცოყარამდე გაურბიან უბედურებას, სამი წლის დეკეულივით; ქვითინით ადიან ლუხითის აღმართზე და კივილი ისმის ხორონაიმის გზაზე მათი უბედურების გამო.

1.1.109 Сигор, Цоан
Быт.14,2.8; 19,22 რიცხ.13,23 Вт.34,3 ფს.77,12.43 Ис.15,5; 19,11.13; 30,4 ეზეკ.30,14

Tsoar (French)
Gen.14,2.8; 19,22 Deu.34,3 Esa.15,5