ჩამოსვლა, გადმოსვლა ზეცით


საკვანძო მუხლები:

დაბადება 11 : 5 ; გამოსვლა 19 : 20 ; გამოსვლა 32 : 29 ; გამოსვლა 34 : 5 ; რიცხვნი 11 : 25 ; რიცხვნი 12 : 5 ; რიცხვნი 24 : 2 ; მეორე რჯული 28 : 2 ; მსაჯულნი 11 : 29 ; მსაჯულნი 14 : 6 ; 1მეფეთა 10 : 6 ; 1მეფეთა 19 : 20 ; 2მეფეთა 22 : 10 ; 3მეფეთა 18 : 38 ; 4მეფეთა 1 : 14 ; 2ნეშტთა 7 : 1 ; 2ნეშტთა 15 : 1 ; 2ნეშტთა 20 : 14 ; ფსალმუნები 143 : 3 ; იგავნი 24 : 25 ; იგავნი 30 : 4 ; ესაია 31 : 4 ; ესაია 64 : 1 ; ეზეკიელი 11 : 5 ; დანიელი 4 : 13 ; მიქა 1 : 3 ; მათე 3 : 16 ; მათე 28 : 2 ; ლუკა 3 : 22 ; იოანე 1 : 32 ; იოანე 3 : 13 ; იოანე 6 : 13 ; საქმენი მოციქულთა 1 : 8 ; საქმენი მოციქულთა 2 : 2 ; საქმენი მოციქულთა 7 : 34 ; საქმენი მოციქულთა 8 : 16 ; საქმენი მოციქულთა 10 : 44 ; საქმენი მოციქულთა 11 : 15 ; საქმენი მოციქულთა 14 : 11 ; საქმენი მოციქულთა 19 : 6 ; იაკობი 1 : 17 ; იაკობი 3 : 17 ; 2პეტრე 1 : 18 ; რომაელთა 10 : 6 ; 1თესალონიკელთა 4 : 16 ; გამოცხადება 3 : 12 ; გამოცხადება 10 : 1 ; გამოცხადება 18 : 1 ; გამოცხადება 20 : 1 ; საქმენი მოციქულთა 26 : 13 ;
=2.1.102 ჩამოსვლა, გადმოსვლა ზეცით

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ კაცთა ძენი დაბ.11,5
- ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ, და ავიდა მოსე გამ.19,20
- ჩამოვიდა უფალი ღრუბელში გამ.34,5 რიცხ.11,25
- ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში რიცხ.12,5
- მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა 2მფ.22,10 ფს.143,5
- ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე ეს.31,4
- ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! ეს.64,1
- როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს წინაშე ეს.64,3
- აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს მიქ.1,3
- ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად საქ.7,34
- თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი 1თეს.4,16

- კურთხევის გადმოსვლა გამ.32,29 რჯ.28,2 იგავ.24,25

- ღვთის სულის გადმოსვლა რიცხ.24,2 მსაჯ.11,29; 14,6; 1მფ.10,6; 19,20; 2ნეშ.15,1; 20,14 ეზეკ.11,5 მათ.3,16 ლუკ.3,22 იოან.1,32 საქ.1,8; 8,16; 10,44; 11,15; 19,6

- ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი 3მფ.18,38; 2ნეშ.7,1
- ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად 4მფ.1,14
- ღვთის ცეცხლის გადმოსვლა 2ნეშ.7,3
- ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი გმცხ.20,9

- ღვთის დიდების გადმოსვლა 2ნეშ.7,3

- ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? იგავ.30,4
- არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეცით ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც არის ცაში იოან.3,13
- პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას იოან.6,13
- იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ ჩემი ნება აღვასრულო, არამედ ნება ჩემი მომავლინებლისა იოან.6,38
- მე ვარ პური, რომელიც ჩამოველ ზეცით იოან.6,41.50.51.58
- ამბობდნენ: განა ეს არ არის იესო, იოსების ძე, ვის დედმამასაც ჩვენ ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეცით ჩამოვედიო? იოან.6,42
- რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად რომ.10,6

- აჰა, ჩამოვიდა ზეციდან წმიდა გუშაგი (ნაბუქოდონოსორი ხედავს ანგელოზს) დან.4,13
- უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით მათ.28,2
- ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე იოან.1,51
- ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი ძლიერი, რომელსაც ემოსა ღრუბელი გმცხ.10,1
- ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით გმცხ.18,1
- ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი გმცხ.20,1

- სიკეთის მოლოდინში დაუძლურდა მაროთის მკვიდრი, მაგრამ უბედურება ჩამოვიდა უფლისგან იერუსალიმის კარიბჭეზე მიქ.1,12

- როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო საქ.14,11

- ციდან გადმოსული, მზეზე ბრწყინვალე სინათლის ხილვა საქ.26,13

- ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან იაკ.1,17

- ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო იაკ.3,17

- მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო საქ.2,2
- ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე 2პეტ.1,18

- მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს გმცხ.3,12

2.1.102 Сошествие с небес
Быт.11,5 Исх.19,20; 32,29; 34,5 Чис.11,25; 12,5; 24,2 Вт.28,2 Суд.11,29; 14,6; 1цар.10,6; 19,20; 2цар.22,10; 3цар.18,38; 4цар.1,14; 2Пар.7,1.3; 15,1; 20,14 Пс.143,3 Пр.24,25; 30,4 Ис.31,4; 64,1.3 Иез.11,5 Дан.4,13 Мих.1,3.12 Матф.3,16; 28,2 Лук.3,22 Ин.1,32.51; 3,13; 6,13.38.41.42.50.51.58 Деян.1,8; 2,2; 7,34; 8,16; 10,44; 11,15; 14,11; 19,6; 26,13 Иак.1,17; 3,17; 2Пет.1,18 Рим.10,6; 1Фес.4,16 Отк.3,12; 10,1; 18,1; 20,1.9