უარის თქმა, დაუთანხმებლობა, უფლების არ მიცემა


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 7 : 14 ; გამოსვლა 16 : 28 ; გამოსვლა 22 : 17 ; რიცხვნი 20 : 21 ; 1მეფეთა 8 : 19 ; 1მეფეთა 16 : 7 ; ესთერი 1 : 12 ; ფსალმუნები 117 : 22 ; იერემია 3 : 3 ; იერემია 15 : 18 ; ოსია 11 : 5 ; საქმენი მოციქულთა 7 : 35 ; საქმენი მოციქულთა 25 : 11 ; ებრაელთა 11 : 24 ; ებრაელთა 12 : 25 ; რიცხვნი 16 : 14 ; რიცხვნი 22 : 16 ; მათე 21 : 29 ;
=4.18.55 უარის თქმა, დაუთანხმებლობა, უფლების არ მიცემა

ფიზიკურ სფეროში:

- ქორწინებაში გამ.22,17 (თუ მამა ქალის მითხოვებას არ ინებებს, მაშინ მაცდუნებელმა ქალწულობის ურვადი გადაიხადოს.)
- მისვლაზე უარის თქმა რიცხ.16,14 (არც იმ ქვეყანაში მიგიყვანივართ, სადაც რძე და თაფლი მოედინება, არც მინდორი და ვენახი მოგიცია სამკვიდრებლად, თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ მოვალთ!”)
- ქვეყანაზე გატარებაზე რიცხ.20,21 (არ დათანხმდა ედომი ისრაელისთვის გზის მიცემაზე, რათა გაევლო მის საზღვრებში; გვერდი აუარა მას ისრაელმა.)
- სამეფო კანდიდატურაზე 1მფ.16,7 (უთხრა უფალმა სამუელს: "ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს”.)
- მეფის ბრძანებაზე ესთ.1,12 (მაგრამ არ ინება დედოფალმა ვაშთიმ მისვლა, საჭურისთა მეშვეობით მისთვის გადაცემული მეფის ბრძანებისამებრ. ძლიერ განრისხდა მეფე და გამძვინვარდა.)
- ხელმძღვანელზე საქ.7,35 (ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი მიავლინა იმ ანგელოზის ხელით, რომელიც ბუჩქნარში ეჩვენა მას.)
- მოწამეობრივ სიკვდილზე საქ.25,11 (თუ მართალი არა ვარ და რაიმე ისეთი ჩავიდინე, რომ სიკვდილს ვიმსახურებ, არ გავექცევი სიკვდილს; ხოლო, რაშიც ესენი მდებენ ბრალს, თუ ყველაფერი ტყუილია, არავის შეუძლია მათ ხელთ გადამცეს. კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ”.)
- რწმენით ფარაონის ასულის ძეობაზე ებრ.11,24 (რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.)

სულიერ სფეროში:
- გულის გასასტიკებით გამ.7,14 (უთხრა უფალმა მოსეს: "გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.)
- დაუმორჩილებლობით გამ.16,28 (უთხრა უფალმა მოსეს: "როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და რჯულს?)
- ბალაამს შეუთვალა ბალაკმა (ნუ იტყვი უარს ჩემთან მოსვლაზე) რიცხ.22,16
- დაუთანხმებლობით 1მფ.8,19 (არ მოუსმინა ხალხმა სამუელს. თქვეს: "არა! მეფე უნდა გვესვას”.)
- მესიაზე ფს.117,22 (ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, ქვაკუთხედად იქცა.)
- სირცხვილის უკუგდებით იერ.3,3 (ამიტომ, შეკავდა წვიმები, არც ნაგვიანევად გაწვიმებულა. შენ კი მეძავის შუბლი გქონდა, უკუაგდე სირცხვილი.)
- განკურნებაზე უარის თქმით იერ.15,18 (ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "თუ მომიბრუნდები, აღგადგენ და ჩემ წინაშე დადგები. თუ ძვირფასს გამოარჩევ უვარგისისგან, ჩემი ბაგე იქნები. ადამიანები შენკენ მობრუნდებიან, მაგრამ შენ არ მიბრუნდები მათკენ.)
- მოუნანიებლობით ოს.11,5 (აღარ გაბრუნდებიან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემთან დაბრუნება.)
- უარი, მაგრამ მერე სინანული და დათანხმება მათ.21,29 (მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა)
- ღმერთზე ებრ.12,25 (და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: "შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ.)

4.18.55 Отказать, отказаться - не дать разрешения, не согласится
Исх.7,14; 16,28; 22,17 Чис.16,14; 20,21; 22,16; 1цар.8,19; 16,7 Есф.1,12 Пс.117,22 Иер.3,3; 15,18 Ос.11,5 Матф.21,29 Деян.7,35; 25,11 Евр.11,24; 12,25