გაძღება, დანაყრება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 18 : 5 ; დაბადება 25 : 8 ; დაბადება 35 : 29 ; გამოსვლა 16 : 3 ; ლევიანნი 25 : 19 ; ლევიანნი 26 : 5 ; მეორე რჯული 8 : 10 ; მეორე რჯული 14 : 29 ; მეორე რჯული 23 : 24 ; მეორე რჯული 31 : 20 ; მეორე რჯული 32 : 42 ; მეორე რჯული 33 : 23 ; რუთი 2 : 14 ; 1მეფეთა 2 : 5 ; 3მეფეთა 22 : 27 ; 1ნეშტთა 23 : 1 ; 1ნეშტთა 29 : 28 ; 2ნეშტთა 24 : 15 ; 2ნეშტთა 31 : 10 ; ნეემია 9 : 25 ; იობი 9 : 18 ; იობი 20 : 20 ; იობი 31 : 31 ; იობი 42 : 17 ; ფსალმუნები 16 : 14 ; ფსალმუნები 21 : 26 ; ფსალმუნები 62 : 5 ; ფსალმუნები 64 : 4 ; ფსალმუნები 77 : 25 ; ფსალმუნები 80 : 16 ; ფსალმუნები 89 : 14 ; ფსალმუნები 90 : 16 ; ფსალმუნები 100 : 5 ; ფსალმუნები 103 : 13 ; ფსალმუნები 104 : 40 ; ფსალმუნები 106 : 9 ; ფსალმუნები 122 : 4 ; ფსალმუნები 131 : 15 ; ფსალმუნები 147 : 3 ; იგავნი 1 : 31 ; იგავნი 7 : 18 ; იგავნი 12 : 11 ; იგავნი 18 : 20 ; იგავნი 20 : 13 ; იგავნი 23 : 20 ; იგავნი 25 : 16 ; იგავნი 27 : 7 ; იგავნი 28 : 7 ; იგავნი 30 : 8 ; ეკლესიასტე 1 : 8 ; ეკლესიასტე 4 : 8 ; ეკლესიასტე 5 : 10 ; ეკლესიასტე 6 : 3 ; ესაია 1 : 11 ; ესაია 34 : 5 ; ესაია 55 : 2 ; ესაია 56 : 11 ; ესაია 58 : 10 ; იერემია 5 : 7 ; იერემია 31 : 14 ; იერემია 46 : 10 ; იერემია 50 : 10 ; გოდება იერემიასი 3 : 30 ; გოდება იერემიასი 5 : 6 ; ეზეკიელი 7 : 19 ; ეზეკიელი 16 : 28 ; ეზეკიელი 32 : 4 ; ოსია 13 : 6 ; იოველი 2 : 26 ; მათე 5 : 6 ; მათე 16 : 9 ; მარკოზი 7 : 27 ; მარკოზი 8 : 8 ; ლუკა 6 : 21 ; ლუკა 16 : 21 ; იოანე 6 : 12 ; საქმენი მოციქულთა 27 : 38 ; გალატელთა 5 : 21 ; ეფესელთა 4 : 19 ; ფილიპელთა 4 : 12 ; გამოცხადება 19 : 21 ; 4მეფეთა 4 : 43 ; მარკოზი 6 : 42 ; ლუკა 9 : 17 ; იობი 27 : 14 ;
=3.44.48 გაძღება, დანაყრება

ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის

- გამოგიტანთ მცირეოდენ პურს, და დაინაყრეთ გული დაბ.18,5
- დღეებით მაძღარი დაბ.25,8; 35,29; 1ნეშ.23,1; 29,28; 2ნეშ.24,15 იობ.42,17 ფს.90,16
- ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და პურს ძღომამდე ვჭამდით გამ.16,3
- მოგცემს მიწა თავის ნაყოფს, შეჭამთ ძღომამდე ლევ.25,19
- ძღომამდე შეჭამთ თქვენს პურს და მშვიდად იცხოვრებთ ლევ.26,5
- შეჭამ, გაძღები და აკურთხებ უფალს რჯ.8,10
- ობოლი და ქვრივი, რომლებიც თქვენთან ცხოვრობენ, ჭამენ და გაძღებიან რჯ.14,29
- როცა შენი მოყვასის ვენახში შეხვალ, ჭამე ყურძენი გაძღომამდე, რამდენიც გენდომება, ჭურჭელში კი ნუღარ ჩაიწყობ რჯ.23,24
- გაძღებიან ჭამით, გასუქდებიან და მიბრუნდებიან სხვა ღმერთებისკენ რჯ.31,20
- მახვილი შეჭამს და გაძღება მათი სისხლით რჯ.32,42 ეს.34,5 იერ.46,10 გმცხ.19,21
- ნაფთალი უფლის კეთილგანწყობითაა მაძღარი რჯ.33,23
- ჭამა და დანაყრდა, და კიდეც დარჩა რუთ.2,14; 4მფ.4,43 მარ.6,42; 8,8 ლუკ.9,17 იოან.6,12
- მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან 1მფ.2,5
- საპყრობილეში ჩასვით და ძღომამდე არ აჭამოთ პური 3მფ.22,27
- ძღომაზე ვჭამდით 2ნეშ.31,10
- ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით ნეემ.9,25
- მაძღობს სიმწარით იობ.9,18
- ვერ გაძღა მისი მუცელი და არაფერს ინდობდა თავის სიხარბეში იობ.20,20
- ვერ გაძღება პურით უღმერთოთა შთამომავლობა იობ.27,14
- განა არ ამბობდნენ ჩემი კარვის კაცები, ვინ არ გამძღარა მისი ხორცითო?! იობ.31,31
- მათ მუცლებს შენი საგანძურიდან ავსებ, რათა გაძღნენ მათი შვილები და ნამეტი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ ფს.16,14
- შენი სახების მზერით გავძღები ფს.16,15
- ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ ფს.21,26
- სულებს ცხიმით დავანაყრებ ფს.62,5 იერ.31,14
- გავძღებით შენი სახლის, შენი წმიდა ტაძრის სიკეთით ფს.64,4
- ანგელოზების პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ გასაძღომად ფს.77,25; 104,40
- ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, შეუსრულა სურვილი მათი ფს.77,29
- მაგრამ ჯერ კიდევ არ გამძღარიყვნენ, ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ საჭმელი, რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე ფს.77,30.31
- ნოყიერი ხორბლით გამოვკვებავდი მათ და კლდის თაფლით გავაძღებდი ფს.80,16
- შენი წყალობით გაგვაძღე ფს.89,14
- გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან ფს.100,5
- შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა ფს.103,13
- მწყურვალი სული გააძღო ფს.106,9
- გაძღა სული ჩვენი უდარდელთაგან დაცინვით ფს.122,4
- პურით გავაძღებ მის ღარიბებს ფს.131,15
- ხორბლის ყუათით დაგამაძღრისებს ფს.147,3
- თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან იგავ.1,31
- დილამდე გავძღეთ სიყვარულით იგავ.7,18
- თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება იგავ.12,11
- თავისი პირის ნაყოფის გამო სიკეთით გაძღება კაცი იგავ.12,14
- მართალი ძღომამდე ჭამს იგავ,13,25
- გულმრუდი კაცი თავისი გზებით გაძღება იგავ.14,14
- კაცის მუცელი მისი პირის ნაყოფით გაძღება, თავის ბაგეთა მოსავლით გაძღება იგი იგავ.18,20
- ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები იგავ.20,13
- ნურც ღვინის მსმელთა და ხორცით გაუმაძღართა შორის იქნები იგავ.23,20
- ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო იგავ.25,16
- მაძღარი გოლეულსაც დაიწუნებს, მშიერს კი ყოველივე მწარეც ეტკბილება იგავ.27,7
- როგორც ქვესკნელი და ჯოჯოხეთია გაუმაძღარი ასე ადამიანის თვალიც გაუმაძღარია იგავ.27,20
- გაუმაძღართა მეგობარი არცხვენს მამამისს იგავ.28,7
- ვინც ამაოდ ირჯება, სიღარიბით დანაყრდება იგავ.28,19
- ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე, რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი იგავ.30,8.9
- წურბელას ორი ასული ჰყავს: მომეცი, მომეცი! ეს სამნი გაუმაძღარნი არიან და ოთხნი არ იტყვიან: კმარა! ქვესკნელი, უნაყოფო საშო, წყლით გაუმაძღარი მიწა და ცეცხლი არასოდეს იტყვიან: კმარა! იგავ.30,15.16
- უგუნურს (ვერ იტვირთავს მიწა) პურით რომ ძღება იგავ.30,22
- თვალი ვერ გაძღება ცქერით ეკლ.1,8
- მისი თვალები ვერ ძღებოდა სიმდიდრით ეკლ.4,8
- ფულის მოყვარული ვერ გაძღება ფულით ეკლ.5,10
- სიმაძღრე ძილს არ ანებებს მდიდარს ეკლ.5,12
- იცოცხლოს მრავალი წელი, რა მრავალიც არ უნდა იყოს ეს, თუ მისი სული სიკეთით არ გამძღარა და საკადრისი დაკრძალვაც არ ჰღირსებია, ვიტყვი: "დედის მუცელს მოწყვეტილი მასზე ბედნიერია! ეკლ.6,3
- რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი ეს.1,11
- რად უწონით ვერცხლს იმისთვის, რაც პური არაა და თქვენს ჯამაგირს - რაც არ აძღობს? ეს.55,2
- გაუმაძღარი მწყემსები ეს.56,11
- თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი ეს.58,10
- მე ვანაყრებდი მათ იერ.5,7
- გამაძღარი, ატეხილი ულაყებივით არიან იერ.5,8
- ჩემი ხალხი ჩემი სიკეთით გაძღება იერ.31,14
- გავაძღებ ყოველ მშიერ სულს იერ.31,25
- გაძღება ყველა მისი მძარცველი იერ.50,10
- გაძღეს შერცხვენით გოდ.3,30
- ეგვიპტეს გავუშვირეთ ხელი და აშურს, რომ გავძღეთ პურით გოდ.5,6
- ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი ეზეკ.7,19
- გაუმაძღრობის გამო მეძავობდი მათთან, მაგრამ მაინც ვერ გაძეხი ეზეკ.16,28
- შენით დავანაყრებ მიწის ყველა ცხოველს ეზეკ.32,4
- გაძღნენ და გული გაუამაყდათ ოს.13,6
- ბლომად შეჭამთ, გაძღებით და განადიდებთ უფლის, ღვთის სახელს იოვ.2,26
- ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან მათ.5,6
- ხუთი ათასის ხუთი პურით გაძღომა მათ.16,9
- მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო მარ.7,27
- ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით ლუკ.6,21
- ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ ლუკ.6,25
- ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა ლუკ.16,21
- დანაყრებულებმა, ზღვაში ხორბლის გადაყრით დაიწყეს ხომალდის შემსუბუქება საქ.27,38
- გაუმაძღარნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს გალ.5,21
- სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით ეფ.4,19
- მიჩვეული ვარ სიმაძღრეს და შიმშილს ფლპ.4,12

3.44.48 Насытиться
Быт.18,5; 25,8; 35,29 Исх.16,3 Лев.25,19; 26,5 Вт.8,10; 14,29; 23,24; 31,20; 32,42; 33,23 Руф.2,14; 1цар.2,5; 3цар.22,27; 4цар.4,43; 1Пар.23,1; 29,28; 2Пар.24,15; 31,10 Неем.9,25 Иов.9,18; 20,20; 27,14; 31,31; 42,17 Пс.16,14.15; 21,26; 62,5; 64,4; 77,25.29-31; 80,16; 89,14; 90,16; 100,5; 103,13; 104,40; 106,9; 122,4; 131,15; 147,3 Пр.1,31; 7,18; 12,11.14; 18,20; 20,13; 23,20; 25,16; 27,7.20; 28,7.19; 30,8.9.15.16.22 Екк.1,8; 4,8; 5,10.12; 6,3 Ис.1,11; 34,5; 55,2; 56,11; 58,10 Иер.5,7.8; 31,14.25; 46,10; 50,10 Плач.3,30; 5,6 Иез.7,19; 16,28; 32,4 Ос.13,6 Иоил.2,26 Матф.5,6; 16,9 Мар.6,42; 7,27; 8,8 Лук.6,21.25; 9,17; 16,21 Ин.6,12 Деян.27,38 Гал.5,21 Еф.4,19 Флп.4,12 Отк.19,21