განცხრომა


საკვანძო მუხლები:

ნეემია 9 : 25 ; იობი 21 : 13 ; იგავნი 28 : 25 ; ეკლესიასტე 8 : 15 ; ესაია 11 : 3 ; ესაია 55 : 2 ; იერემია 50 : 19 ; ლუკა 7 : 25 ; ლუკა 8 : 14 ; ლუკა 21 : 34 ; იაკობი 5 : 5 ; 1პეტრე 4 : 3 ; 2პეტრე 2 : 13 ; გალატელთა 5 : 13 ; კოლასელთა 2 : 23 ; 1ტიმოთე 5 : 6 ; 2ტიმოთე 3 : 4 ; ტიტე 3 : 3 ; ებრაელთა 11 : 25 ;
=1.6.59 განცხრომა

ბიბლიის ქართული გამოცემების სიმფონიისთვის

- ჭამეს, დაძღნენ, დასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ, ღმერთის დიდი სიკეთის წყალობით ნეემ.9,25
- განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში იობ.21,13
- ხარბი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებული კი განცხრება იგავ.28,25
- შევაქე მოლხენა, რადგან არაფერია უკეთესი კაცისთვის მზისქვეშეთში, ვიდრე სმა-ჭამა და განცხრომა ეკლ.8,15
- უფლის მოშიშებაშია მისი განცხრომა და თავისი თვალთახედვით არ გაასამართლებს ეს.11,3
- ყურადღებით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში ეს.55,2
- დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე და იბალახებს ქარმელზე და ბაშანზე; ეფრემის მთებში და გალაადში განცხრება მისი სული იერ.50,19
- ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან ლუკ.7,25
- ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი ლუკ.8,14
- ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით ლუკ.21,34
- განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები იაკ.5,5
- განცხრომასა და უკეთურ კერპთმსახურებას თავმიცემულნი 1პეტ.4,3
- მიიღებენ უსამართლობის საზღაურს, ნეტარებად რომ შეურაცხავთ ყოველდღიური განცხრომა 2პეტ.2,13
- ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას გალ.5,13
- ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს ცრუთაყვანებით,სიმდაბლით და სხეულის დათრგუნვით, მაგრამ ყოველივე ეს არ არის გამიზნული ხორცის განცხრომის წინააღმდეგ კოლ.2,23
- განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია 1ტიმ.5,6
- უფრო განცხრომის მოყვარულნი, ვიდრე ღმერთისა 2ტიმ.3,4
- ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები ტიტ.3,3
- ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში ებრ.11,25

1.6.59 Наслаждение - высшая степень удовольствия
Неем.9,25 Иов.21,13 Пр.28,25 Екк.8,15 Ис.11,3; 55,2 Иер.50,19 Лук.7,25; 8,14; 21,34 Иак.5,5; 1Пет.4,3; 2Пет.2,13 Гал.5,13 Кол.2,23; 1Тим.5,6; 2Тим.3,4 Тит.3,3 Евр.11,25