შვილებს ღმერთი იძლევა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 28 ; დაბადება 9 : 1 ; დაბადება 48 : 9 ; მეორე რჯული 10 : 22 ; მეორე რჯული 30 : 9 ; 1მეფეთა 2 : 5 ; იობი 1 : 2 ; ფსალმუნები 126 : 3 ; ფსალმუნები 127 : 3 ; ებრაელთა 2 : 13 ; ესაია 29 : 23 ;
=4.15.10. შვილებს ღმერთი იძლევა

დაბ.48,9 იობ.1,[2] ფს.126,3-5; 127,3.4 ებრ.2,13

- ღმერთი გვაკურთხებს შთამომავლობით დაბ.1,28; 9,1 რჯ.10,22; 30,9; 1მფ.2,5

- იხილავს თავის შვილებს, ჩემი ხელის ნაყოფთ მის წიაღში ეს.29,23

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. 

დაბადება 9
1. აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.

დაბადება 48
9. უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ.

მეორე რჯული 10
22. სამოცდაათი სული ჩავიდა შენი მამა-პაპა ეგვიპტეში, ახლა კი ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი უქცევიხარ უფალს, შენს ღმერთს. 

მეორე რჯული 30
9. გაგიუხვებს უფალი, შენი ღმერთი ყველაფერს, რასაც შენი ხელით გააკეთებ - შენი მუცლის ნაყოფს, შენი საქონლის ნაყოფს და შენი მიწის ნაყოფს, სასიკეთოდ, რადგან კვლავ გაიხარებს უფალი შენს გამო სასიკეთოდ, როგორც შენი მამა-პაპის გამო ხარობდა.

1მეფეთა 2
5. მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ; საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა.

იობი 1
2. ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული. =4.15.10.

ფსალმუნი 126
3. აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან - შვილები, გასამრჯელო - მუცლის ნაყოფი.
4. როგორც ისრები მეომრის ხელში, ისეა ახალგაზრდა თაობა.
5. ნეტარია მამაკაცი, რომელმაც გაივსო კაპარჭი მათით; არ შერცხვება, როცა ლაპარაკი მოუხდება მტრებთან კარიბჭეში. 

ფსალმუნი 127
3. ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
4. აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.

ებრაელთა 2
13. და კიდევ: "მივენდობი მას”. და კიდევ: "აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა”

4.15.10. Детей дает Бог
Быт.48,9 Иов.1,[2] Пс.126,3-5; 127,3 Ис.29,23 Евр.2,13
- Бог благословит потомством Быт.1,28; 9,1 Втор.10,22; 30,9; 1цар.2,5