ცრუ მწყემსები


საკვანძო მუხლები:

ესაია 56 : 11 ; იერემია 2 : 8 ; იერემია 10 : 21 ; იერემია 12 : 10 ; იერემია 23 : 1 ; იერემია 30 : 6 ; ეზეკიელი 34 : 2 ; იოანე 10 : 12 ; საქმენი მოციქულთა 20 : 29 ; ზაქარია 11 : 15 ;
=4.10.4 ცრუ მწყემსები

მათთვის დამახასიათებელია:
- სიხარბე ეს.56,11
- განდგომა იერ.2,8
- უჭკუობა იერ.10,21
- უგუნურობა ზაქ.11,15
- მშიშრობა იოან.10,12
- მტაცებლობა საქ.20,29.30

არიან:
- მანადგურებელნი იერ.12,10; 23,1
- გზაკვალის ამრევნი იერ.30,6
- ეგოისტები, საკუთარ თავზე მზრუნველნი ეზეკ.34,2-4

ბიბლიის მუხლები

ესაია 56
11. ხარბი ძაღლები არიან, გაუმაძღარნი. მწყემსებს არაფრის გაგება არა აქვთ, ყველა თავის გზას ადგას, თითოეული თავის კერძ ანგარებას ეძებს.

იერემია 2
8. არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.

იერემია 10
21. რადგან შეიშალნენ მწყემსები და აღარ ეკითხებიან უფალს, ამიტომაც უჭკუოდ იქცევიან და მთელი სამწყსო დაეფანტათ.

იერემია 12
10. უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანატრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს.

იერემია 23
1. ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს, ამბობს უფალი.

იერემია 30
6. დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა აურიეს გზაკვალი, მთებზე ახეტიალებენ; მთიდან გორაკებზე გადადიან, თავისი საძოვარი დაივიწყეს.

ეზეკიელი 34
2. ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები?
3. ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ!
4. დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე.

იოანე 10
12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.

საქმეები 20
29. რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.

4.10.4 Лжепастыри
Ис.56,11 Иер.2,8; 10,21; 12,10; 23,1; 30,6 Иез.34,2-4 Зах.11,15 Ин.10,12 Деян.20,29.30