ლიბნა, ლიბნი, ოჰოლიბამა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 26 : 34 ; დაბადება 36 : 5 ; გამოსვლა 6 : 17 ; რიცხვნი 3 : 18 ; რიცხვნი 26 : 58 ; რიცხვნი 33 : 20 ; იესო ნავეს ძე 10 : 29 ; რიცხვნი 12 : 15 ; იესო ნავეს ძე 15 : 42 ; იესო ნავეს ძე 21 : 13 ; 4მეფეთა 8 : 22 ; 4მეფეთა 19 : 8 ; 4მეფეთა 23 : 31 ; 1ნეშტთა 6 : 14 ; 1ნეშტთა 23 : 7 ; 2ნეშტთა 21 : 10 ; ესაია 37 : 8 ; იერემია 52 : 1 ;
=1.9.88 ლიბნა, ლიბნი, ოჰოლიბამა

1. ლიბნა (მოთეთრო) არის ისრაელიანთა ბანაკი უდაბნოში რიცხ.33,20
2. ლიბნა არის ქანაანის ქალაქი, დაიპყრო იესო ნავეს ძემ იესნ.10,29; 12,15
- იუდას შტოს წილხვედრი იესნ.15,42
- გადაეცა აარონიანებს იესნ.21,13; 1ნეშ.6,42
- აუჯანყდა იუდას 4მფ.8,22; 2ნეშ.21,10
- ლიბნას ებრძვის აშურის მეფე 4მფ.19,8 ეს.37,8
- მეფე იეჰოახაზის დედის სამშობლო 4მფ.23,31 იერ.52,1

1. ლიბნი (თეთრი, სუფთა) არის გერშონის ძე გამ.6,17 რიცხ.3,18
- ლიბნის საგვარეულო რიცხ.26,58
- ეწოდა ლაყდანი 1ნეშ.23,7
2. ლიბნი არის მერარის ძე 1ნეშ.6,14

ერთი ოჰოლიბამა არის ხეთელი ყანას ასული ესავის ქანაანელი ცოლი დაბ.36,2
- შვა იეყუში, იაყლამი და კორახი დაბ.36,5.14.18
- ეწოდა ივდითი დაბ.26,34

მეორე ოჰოლიბამა არის ედომელი თავკაცი დაბ.36,41

ბიბლიის მუხლები

დაბადება 26
34. ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.

დაბადება 36
2. მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები: ყადა, ხეთელი ელონის ასული, და ოჰოლიბამა, ყანას ასული, ხეთელი ციბეონის ძისა,
5. ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომლებიც ქანაანის ქვეყანაში შეეძინენ.
41. თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,

1.9.88 Ливна, Ливни, Оливема
Быт.26,34; 36,2.5.14.18.41 Исх.6,17 Чис.3,18; 26,58; 33,20 Иисн.10,29; 12,15; 15,42; 21,13; 4цар.8,22; 19,8; 23,31; 1Пар.6,14.42; 23,7; 2Пар.21,10 Ис.37,8 Иер.52,1