ცნობილობა - პოპულარობა, დიდება, სახელის განთქმა


საკვანძო მუხლები:

იესო ნავეს ძე 6 : 27 ; იესო ნავეს ძე 9 : 9 ; 3მეფეთა 4 : 31 ; 1ნეშტთა 14 : 17 ; 1ნეშტთა 22 : 5 ; ესთერი 9 : 4 ; ესაია 66 : 19 ; დანიელი 9 : 15 ; ოსია 14 : 7 ; ამოსი 6 : 1 ; მათე 4 : 24 ; მათე 9 : 31 ; მათე 27 : 16 ; რომაელთა 15 : 20 ; რომაელთა 16 : 7 ; გალატელთა 1 : 22 ; დაბადება 45 : 13 ; დაბადება 48 : 19 ; მსაჯულნი 8 : 22 ; 2მეფეთა 15 : 1 ; მათე 6 : 2 ; 2კორინთელთა 6 : 9 ; 2კორინთელთა 11 : 6 ; საქმენი მოციქულთა 25 : 23 ; რიცხვნი 14 : 15 ; მარკოზი 6 : 14 ;
=3.48.50 ცნობილობა - პოპულარობა, დიდება, სახელის განთქმა

უფლის პოპულარობა:
- სმენიათ იესნ.9,9 ეს.66,19 დან.9,15 მათ.4,24; 9,31 მარ.6,14 რომ.15,20

პავლე იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისთვის პირადად არ იყო ცნობილი გალ.1,22

პავლეს მსგავსად ქრისტიანები:
- განთქმულნი ქრისტეში რომ.16,7
- ვითომც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი 2კორ.6,9
- ყველაფერში გაცხადებულნი ვართ თქვენს წინაშე 2კორ.11,6

მიიღწევა:
- განდიდებული მდგომარეობით დაბ.45,13; 48,19 რიცხ.14,15 ესთ.9,4 ამ.6,1
- უფლის თანაყოფნით იესნ.6,27
- გმირული საქციელით მსაჯ.8,22
- ეშმაკობით 2მფ.15,1-6
- უჩვეულო სიბრძნით 3მფ.4,31-34
- ყველა ერს დავითის შიში ჩაუნერგა უფალმა 1ნეშ.14,17
- ტაძარი დიადი და სახელგანთქმული მთელ დედამიწაზე 1ნეშ.22,5
- სანიმუშო სახელით ოს.14,7
- თვალთმაქცობით მათ.6,2.5.16
- კრიმინალური წარსულით მათ.27,16
- წარჩინებულობით საქ.25,23

ბიბლიის მუხლები

დაბადება 45
13. უამბეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში; ყველაფერი უამბეთ, რაც ნახეთ; იჩქარეთ და ჩამოიყვანეთ მამაჩემი”.

დაბადება 48
19. მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: "ვიცი, შვილო, ვიცი; ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება; მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება და მისი შთამომავლობა გადაიქცევა მრავალრიცხოვან ხალხად”.

რიცხვნი 14
15. თუ ერთი კაცივით გაჟლეტ ამ ხალხს, მაშინ იტყვიან ერები, რომელთაც სმენიათ შენი დიდება:

იესო ნავეს ძე 6
27. უფალი იყო იესოსთან და განითქვა მისი სახელი მთელ ქვეყანაში.

იესო ნავეს ძე 9
9. მიუგეს: "ძალიან შორი ქვეყნიდან მოვიდნენ შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდება და ყოველივე, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა.

3მეფეთა 4
31. ყველას აღემატებოდა სიბრძნით; ეთან ეზრახელს, ჰემანს, ქალქოლსა და დარდას - მახოლის ძეებზე მეტად ბრძენი იყო; განითქვა მისი სახელი გარშემო ყველა ერში.

1ნეშტთა 14
17. მთელ ქვეყანაზე გაითქვა დავითის სახელი და ყველა ერს მისი შიში ჩაუნერგა უფალმა.

1ნეშტთა 22
5. თქვა დავითმა: „ყმაწვილი და გამოუცდელია ჩემი ძე სოლომონი, ტაძარი კი, რომელიც უფლისთვის უნდა აშენდეს - დიადი, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ დედამიწაზე; ამიტომ თვითონვე მოვამზადებ ყველაფერს მის ასაშენებლად”. და ყოველივე მოამზადა დავითმა სიკვდილის წინ.

ესთერი 9
4. დიახ, დიდი იყო მორდექაი მეფის სახლში, მისი ამბავი ყველა სამთავროს მოედო და სულ უფრო იზრდებოდა ამ კაცის, მორდექაის სიდიადე.

ესაია 66
19. ნიშანს დავდებ მათ შორის და გავგზავნი მათ ნატამალს ხალხებთან: თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის მომზიდველებთან თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უნახავთ ჩემი დიდება. ისინი გამოაცხადებენ ჩემს დიდებას ერებში.

დანიელი 9
15. ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.

ოსია 14
7. დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომნი, ხორბლის მარცვალივით გაცოცხლდებიან და ვაზივით აყვავდებიან. ლიბანის ღვინოსავით გაითქვამენ სახელს.

ამოსი 6
1. ვაი, გულარხეინად მყოფთ სიონში და სამარიის მთაზე დანდობილთ! სახელგანთქმულთ, რჩეულთა შორის ერებში, ვისთანაც მიდის სახლი ისრაელისა.

მათე 4
24. და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.

მათე 9
31. ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი.

მათე 27
16. სწორედ მაშინ, ბარაბად წოდებული, ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ.

რომაელთა 15
20. თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,

რომაელთა 16
7. მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომლებიც განთქმულნი არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინაც იყვნენ ქრისტეში.

გალატელთა 1
22. მაგრამ იუდეაში ქრისტეს ეკლესიებისთვის პირადად არ ვიყავი ცნობილი.

3.48.50 Известнесть - популярность, слава
Быт.45,13; 48,19 Чис.14,15 Иисн.6,27; 9,9 Суд.8,22; 2цар.15,1-6; 3цар.4,31-34; 1Пар.14,17; 22,5 Есф.9,4 Ис.66,19 Дан.9,15 Ос.14,7 Ам.6,1 Матф.4,24; 6,2.5.16; 9,31; 27,16 Мар.6,14 Деян.25,23 Рим.15,20; 16,7; 2Кор.6,9; 11,6 Гал.1,22