ფარა, სამწყსო


საკვანძო მუხლები:

დაბადება 27 : 9 ; დაბადება 29 : 3 ; დაბადება 30 : 32 ; 1მეფეთა 17 : 28 ; 3მეფეთა 20 : 27 ; 3მეფეთა 22 : 17 ; ფსალმუნები 76 : 20 ; ფსალმუნები 106 : 41 ; იგავნი 27 : 23 ; ესაია 13 : 20 ; ესაია 32 : 14 ; ესაია 40 : 11 ; იერემია 13 : 20 ; იერემია 23 : 2 ; იერემია 25 : 35 ; იერემია 31 : 10 ; იერემია 33 : 13 ; იერემია 50 : 8 ; იერემია 51 : 23 ; ეზეკიელი 34 : 2 ; იოველი 1 : 18 ; მიქა 2 : 12 ; მიქა 5 : 8 ; მიქა 7 : 14 ; ზაქარია 9 : 16 ; მალაქია 1 : 14 ; იოანე 10 : 16 ; საქმენი მოციქულთა 20 : 28 ; ესაია 7 : 21 ;
=4.19.48 ფარა, სამწყსო

- შედგება ცხვრებისა და თხებისგან დაბ.27,9; 30,32
- გროვდებიან დასარწყულებელ ადგილზე დაბ.29,3
- ჩვეულებრივი სამწყსო 1მფ.17,28 ეს.13,20; 32,14 იგავ.27,23 იოვ.1,18 მალ.1,14
- ბანაკებია შედარებული 3მფ.20,27
- ებრაელი ხალხი 3მფ.22,17 ფს.76,20 იერ.13,20; 23,2; 31,10; 33,13; 50,8 ეზეკ.34,2 მიქ.2,12; 7,14 ზაქ.9,16
- სიმრავლე ფს.106,41
- მცირე სამწყსო, გაჩენილი ძნელბედობის ჟამს (გამოზრდის კაცი ერთ დეკეულსა და ორ ცხვარს) ეს.7,21
- ჭეშმარიტი ეკლესია ეს.40,11 იოან.10,16 საქ.20,28
- ხალხის წინამძღოლები იერ.25,35
- ხალხები იერ.51,23 მიქ.5,8

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27
9. წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.

დაბადება 29
3. იქ გროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს; მერე კვლავ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე.

დაბადება 30
32. დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.

1მეფეთა 17
28. გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.

3მეფეთა 20
27. აღირიცხნენ ისრაელის ძენი, მომარაგდნენ სურსათითა და იარაღით და წავიდნენ მათთან შესახვედრად. თხის ორი პატარა ფარასავით დაბანაკდნენ მათ პირისპირ ისრაელის ძენი, არამელებმა კი აავსეს არემარე.

3მეფეთა 22
17. თქვა: ვიხილე მთელი ისრაელი, უმწყემსო ფარასავით მიმოფანტულიყო მთებზე. და თქვა უფალმა: პატრონი არ ჰყავთ, მშვიდობით დაბრუნდნენ თავ-თავის სახლებში.

ფსალმუნი 76
20. ფარასავით მიუძღვებოდი შენს ხალხს მოსესა და აჰარონის ხელით.

ფსალმუნი 106
41. გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს.

იგავნი 27
23. კარგად უნდა იცოდე შენი ფარის ამბავი და ყურს უგდებდე შენს ნახირს.

ესაია 13
20. აღარასოდეს აშენდება იგი და აღარ იცხოვრებენ მასში თაობიდან თაობამდე; არც არაბი გაიშლის იქ კარავს და აღარც მწყემსები წამოაწვენენ იქ თავის ფარას.

ესაია 32
14. რადგან დაცარიელებულია სასახლე, მიტოვებულია ხმაურიანი ქალაქი, მაღლობი და საგუშაგო გოდოლი სამუდამოდ გამოქვაბულებად იქცნენ, ველური ვირების სალაღობოდ და ფარათა საძოვრად.

ესაია 40
11. მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.

იერემია 13
20. აღაპყარით თვალნი და დაინახეთ ჩრდილოეთიდან მომავალნი. სადაა სამწყსო, რომელიც მოგეცა, შენი მშვენიერი ფარა?

იერემია 23
2. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, ჩემი ხალხის მწყემსებზე: "თქვენ გაფანტეთ ჩემი ფარა, განდევნეთ, არ იფხიზლეთ მასზე; აჰა, დაგსჯით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ამბობს უფალი.

იერემია 25
35. აღარ ექნებათ მწყემსებს თავშესაფარი და ხსნა - ფარის წინამძღოლებს.

იერემია 31
10. ისმინეთ ამბობს უფალი, ხალხებო. აუწყეთ შორეულ კუნძულებს და უთხარით: გამფანტველი ისრაელისა ისევ შეაგროვებს მას და ისე დაიფარავს, როგორც მწყემსი თავის ფარას!

იერემია 33
13. მთისა და ბარის ქალაქებში, სამხრეთის ქალაქებში და ბენიამინის მიწაზე, იერუსალიმის გარშემო და იუდას ქალაქებში კიდევ გაატარებენ ფარას, მისი დამთვლელის ხელით, ამბობს უფალი.

იერემია 50
8. გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.

იერემია 51
23. შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, მიწათმოქმედსა და მის ხარუღელს, ერის მთავრებსა და გამგებლებს;

ეზეკიელი 34
2. "ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსების წინააღმდეგ, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი, ისრაელის მწყემსებს, საკუთარ თავებს რომ მწყემსავენ! განა ფარა არ უნდა მწყემსონ მწყემსებმა?

იოველი 1
18. როგორ გმინავს პირუტყვი, ნახირი უპატრონოდ დაეხეტება, რადგან აღარა აქვს საძოვარი; ცხვრის ფარაც შეწუხდა.

მიქა 2
12. უცილობლად შემოგკრებ, იაკობ, მთლიანად. შევკრებ ისრაელი ხალხის მონარჩენს, ერთად შევკრებ მათ, როგორც ცხვარს ფარეხში და ფარას - შუაგულ საძოვარზე; ახმაურდებიან ისინი, ხალხის სიმრავლის გამო.

მიქა 5
8. იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც ლომი ტყის ცხოველთა შორის, ლომის ბოკვერივით ცხვრის ფარაში, რომელმაც თუ ჩაიარა, გათელავს, დაგლეჯს და არავინ იქნება მხსნელი.

მიქა 7
14. დამწყემსე შენი ხალხი შენი კვერთხით, შენი სამკვიდრო ფარა, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს ტყეში, ქარმელის შუაგულში! იბალახოს ბაშანში და გილყადში, როგორც უწინდელ დღეებში.

ზაქარია 9
16. უფალი, მათი ღმერთი, იხსნის მათ იმ დღეს, როგორც თავისი ხალხის ფარას, რადგან გვირგვინის ქვებივით არიან ისინი, ბრწყინავენ მის ქვეყანაზე.

მალაქია 1
14. წყეულიმც იყოს ის თაღლითი, ვისაც ფარაში საღი მამალი პირუტყვი ჰყავს და მას აღუთქვამს, მაგრამ მსხვერპლად დასახიჩრებულს აღუვლენს უფალს. რადგან დიდი მეფე ვარ მე! - ამბობს ცაბაოთ უფალი, ჩემი სახელის მოშიშება აქვთ ერებში.

იოანე 10
16. მე სხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც ამ ფარეხისა არ არიან. ისინიც უნდა მოვიყვანო; მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი.

საქმეები 20
28. მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

4.19.48 Стадо
Быт.27,9; 29,3; 30,32; 1цар.17,28; 3цар.20,27; 22,17 Пс.76,20; 106,41 Пр.27,23 Ис.7,21; 13,20; 32,14; 40,11 Иер.13,20; 23,2; 25,35; 31,10; 33,13; 50,8; 51,23 Иез.34,2 Иоил.1,18 Мих.2,12; 5,8; 7,14 Зах.9,16 Мал.1,14 Ин.10,16 Деян.20,28