რჯული, კანონი - საერთო მისაღები ნორმები საზოგადოებისთვის


საკვანძო მუხლები:

ლუკა 20 : 22 ; იოანე 10 : 34 ; რომაელთა 2 : 14 ; რომაელთა 3 : 27 ; რომაელთა 7 : 2 ; გალატელთა 3 : 17 ; რიცხვნი 15 : 16 ; მეორე რჯული 4 : 44 ;
=1.2.118 რჯული, კანონი - საერთო მისაღები ნორმები საზოგადოებისთვის

- საერთო სამართალი რიცხ.15,16
- მოსეს რჯული რჯ.4,44 გალ.3,17-21
- გადასახადებთან მიმართებაში ლუკ.20,22
- მთელი ძველი აღთქმა იოან.10,34
- გულებზე დაწერილი ბუნებითი რჯული რომ.2,14.15
- პრინციპი მოქმედებისთვის რომ.3,27
- ღვთის ნების გამოხატულება რომ.7,2-9

ბიბლიის მუხლები

ლუკა 20
22. ნებადართულია თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?”

იოანე 10
34. მიუგო მათ იესომ: "განა თქვენს რჯულში არ წერია: მე ვთქვი, თქვენ ღმერთები ხართო?

რომაელთა 2
14. რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავისი თავის რჯული არიან.
15. რომლებიც წარმოაჩენენ, გულებში დაწერილ რჯულის საქმეს, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ,

რომაელთა 3
27. მაშ სადღაა დასაკვეხნი? გამოირიცხა! რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით, არა! არამედ რწმენის რჯულით!

რომაელთა 7
2. რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.
3. ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.
4. ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.
5. ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.
6. ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.
7. მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: "არ ისურვო!”
8. ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი; რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
9. ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი;

გალატელთა 3
17. ამას კი ვამბობ: ღვთის მიერ წინათ დამტკიცებულ აღთქმას ოთხას ოცდაათი წლის შემდეგ მოსული რჯული ვერ დაარღვევს ისე, რომ გაუქმდეს აღთქმული.
18. ვინაიდან, თუკი რჯულითაა მემკვიდრეობა, მაშინ აღარაა აღთქმით; აბრაჰამს კი აღთქმით მომადლა ღმერთმა.
19. აბა, რჯული რაღაა? დანაშაულთა გამო მიეცა რჯული, ვიდრე მოვიდოდა თესლი, რომლისადმიცაა აღთქმა, და ანგელოზების მეშვეობით გადაეცა იგი შუამავლის ხელით.
20. ერთის შუამავალი არ არსებობს, ხოლო ღმერთი ერთია.
21. აბა, ეწინააღმდეგება რჯული ღვთის აღთქმებს? არასგზით! ვინაიდან, თუ ისეთ რჯულს მივიღებდით, რომელსაც სიცოცხლის მონიჭება შეეძლებოდა, მაშინ ნამდვილად იქნებოდა სიმართლე რჯულის მიერ.

1.2.118 Закон - система норм: нравственных, обрядовых, общеобязательных
Чис.15,16 Вт.4,44 Лук.20,22 Ин.10,34 Рим.2,14.15; 3,27; 7,2-9 Гал.3,17-21