ბეღელი ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 41` : 56 ; მეორე რჯული 28 : 8 ; 2ნეშტთა 32 : 28 ; ფსალმუნები 143 : 13 ; იგავნი 3 : 10 ; იერემია 50 : 26 ; იოველი 1 : 17 ; იოველი 2 : 24 ; ამოსი 8 : 5 ; მალაქია 3 : 10 ; მათე 3 : 12 ; მათე 6 : 26 ; მათე 13 : 30 ; ლუკა 3 : 17 ; ლუკა 12 : 18 ;
=3.44.24 ბეღელი ბიბლიაში

პირდაპირი აზრით:
- იოსებმა გახსნა ფარაონის ბეღლები დაბ.41,56
- ღმერთი აღუთქვამს მის სისავსეს რჯ.28,8
- პურის მარცვლისთვის 2ნეშ.32,28
- სავსე ფს.143,13 იოვ.2,24
- განადგურება იერ.50,26
- წუხილი ცარიელის გამო იოვ.1,17
- არასწორი განკარგვა ამ.8,5
- მეათედის საცავი საგანძური მალ.3,10

სიმბოლურად:
- ღმერთის კურთხევა იგავ.3,10
- ღმერთის ზრუნვა ფრინველებზე მათ.6,26 ლუკ.12,24
- ზეცა მათ.3,12; 13,30 ლუკ.3,17
- თავდაჯერებულობა კაცისა ლუკ.12,16-19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 41
56. შიმშილი იყო დედამიწის ზურგზე; და გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი და მიჰყიდა პური ეგვიპტელებს. მაგრამ ძლიერდებოდა შიმშილი ეგვიპტის ქვეყანაში.

მეორე რჯული 28
8. კურთხევას ბრძანებს შენთვის უფალი შენს ბეღლებსა და შენს ყოველ საქმეზე; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

2ნეშტთა 32
28. ბეღლები მიწის ნაყოფთათვის, პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის, გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ცხვრის ფარისთვის.

ფსალმუნი 143
13. ჩვენი ბეღლები სავსე იყოს ნაირნაირი მოსავლით. ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ, ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე.

იგავნი 3
10. ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.

იერემია 50
26. შორეული კიდეებიდან მოდით მის წინააღმდეგ, გახსენით მისი ბეღლები, ზვინებივით დაახვავეთ, სრულად გაანადგურეთ, რომ ნატამალი აღარ დარჩეს მისგან.

იოველი 1
17. ჩალპა მარცვალი კოლბოხების ქვეშ, დაცარიელდა კალოები, დაინგრა ბეღლები რადგან გადახმა პური.

იოველი 2
24. გაივსება ბეღელი მარცვლეულით, უხვად იქნება საწნახლებიდან გადმოდინებული მაჭარი და ზეთი.

ამოსი 8
5. რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით.

მალაქია 3
10. მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად.

მათე 3
12. მისი ფიწალი მის ხელშია. იგი გაწმედს თავის კალოს, ბეღელში დაახვავებს თავის ხორბალს, ბზეს კი დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.

მათე 6
26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?

მათე 13
30. გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.

ლუკა 3
17. მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.

ლუკა 12
16. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;
17. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?
18. და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს.
19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
24. ყორნებს დააკვირდით: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლები აქვთ, არც საწყობი და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?

3.44.24 Житницы - склады для зерна
Быт.41,56 Вт.28,8; 2Пар.32,28 Пс.143,13 Пр.3,10 Иер.50,26 Иоил.1,17; 2,24 Ам.8,5 Мал.3,10 Матф.3,12; 6,26; 13,30 Лук.3,17; 12,16-19.24