ბაყაყი, გომბეშო, მყვარი


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 11 : 30 ; ფსალმუნები 77 : 45 ; ფსალმუნები 104 : 30 ; სიბრძნე სოლომონისა 19 : 1 ; გამოცხადება 16 : 13 ; გამოსვლა 8 : 4 ;
=1.1.131 ბაყაყი, გომბეშო, მყვარი

- სასჯელად მოუვლინა ღმერთმა ეგვიპტეს გამ.8,2-13 ფს.77,45; 104,30 სიბრძ.19,10
- უსურმაგი, უწმინდური, არ იჭმევა რჯულის მიხედვით ლევ.11,30

სიმბოლურად:
უწმიდური სულები გმცხ.16,13

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 8
2. თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელს შენს ქვეყანას.
3. გომბეშოები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს.
4. შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს.
5. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს: მოუღერე კვერთხიანი ხელი მდინარეებს, ნაკადულებს და ჭაობებს და ამოასხი გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
6. მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა.
7. იგივე მოიმოქმედეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით: ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.
8. იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს. მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს.
9. უთხრა მოსემ ფარაონს: მიბრძანე, როდის შევევედრო შენთვის და შენს მორჩილთათვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ?
10. უთხრა: ხვალ. უთხრა მოსემ: შენი სიტყვისამებრ იყოს! რათა იცოდე, რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს.
11. მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს; მხოლოდ ნილოსში დარჩებიან.
12. გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული.
13. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.

ლევიანნი 11
30. ზღარბი, ბაყაყი, კუ, ლოკოკინა და თხუნელა.

ფსალმუნი 77
45. მიავლინა მათთან მწერნი, რომ დაეკბინათ ისინი და მყვარნი, რომ დაეღუპათ ისინი.

ფსალმუნი 104
30. აავსო მათი ქვეყანა ბაყაყებით, მეფეთა პალატებიც კი.

სიბრძნე სოლომონისა 19
10. რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას მიწამ, ნაცვლად იმისა, რომ ცხოველები დაებადა, ჭიები წარმოშვა და მდინარემ თევზების ნაცვლად გომბეშოთა სიმრავლე ამოჰყარა.

გამოცხადება 16
13. ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, მსგავსი ბაყაყებისა.


1.1.131 Жаба, лягушка
Исх.8,2-13 Лев.11,30 Пс.77,45; 104,30 Прем.19,10 Отк.16,13