დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი და განეშორა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 17 : 22 ; დაბადება 18 : 33 ; დაბადება 35 : 13 ; გამოსვლა 20 : 22 ; გამოსვლა 31 : 18 ; რიცხვნი 12 : 9 ; მეორე რჯული 5 : 4 ; მსაჯულნი 6 : 21 ; მსაჯულნი 13 : 20 ; მათე 11 : 1 ; მათე 13 : 53 ; ლუკა 7 : 1 ;
=2.2.88 დაამთავრა ღმერთმა ლაპარაკი და განეშორა

დაბ.17,[22]: 18,[33]; 35,13-15 გამ.20,22; 31,18 რიცხ.12,8.9 რჯ.5,4

- დაასრულა ლაპარაკი უფლის ანგელოზმა მსაჯ.6,21; 13,20

- როცა დაამთავრა იესომ ლაპარაკი, წავიდა იქიდან მათ.11,1; 13,53 ლუკ.7,1

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17
22. დაამთავრა ღმერთმა აბრაჰამთან ლაპარაკი და ამაღლდა მისგან.

დაბადება 18
33. და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.

დაბადება 35
13. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.
14. მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.
15. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.

გამოსვლა 20
22. უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.

გამოსვლა 31
18. და მისცა მოსეს უფალმა, როცა დაასრულა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.

რიცხვნი 12
8. პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?
9. აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა.

მეორე რჯული 5
4. პირისპირ გელაპარაკებოდათ უფალი მთაზე ცეცხლის შუაგულიდან.

მსაჯულნი 6
21. გაიშვირა უფლის ანგელოზმა კვერთხი, რომელიც ხელთ ეპყრა, და მისი წვერი ხორცსა და ხმიადებს შეახო, ავარდა ქვიდან ცეცხლი და შთანთქა ხორცი და ხმიადები. მერე თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.

მსაჯულნი 13
20. როცა სამსხვერპლოდან ალი ცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. ეს რომ დაინახეს, მიწაზე დაემხვნენ მანოახი და მისი ცოლი.

__ თემაზე წერდნენ __
***
დაბ.17,22 ღმერთი წყვეტს საუბარს, ხილვა გაქრა, მაგრამ ზეცაში იქნება განუწყვეტელი და საუკუნო ურთიერთობა.
დაბ.18,33 და წავიდა უფალი… ღვთის ხილვა არ იქნება მუდმივი წუთისოფელში, სადაც მხოლოდ რწმენით შეგვიძლია უფლის ხილვა. ღმერთი არ წასულა, ვიდრე აბრაამმა არ თქვა ყველაფერი, რაც უნდა ეთქვა, რადგან იგი არასოდეს არ იღლება ლოცვების მოსმენით (ეს.59:1).
__ მეთიუ ჰენრი __

***
დაბ.18,33 აბრაამი აჩვენებს გაბედულებასთან ერთად მორჩილებას, რაც მოწმობს რამდენად ახლოსაა იგი ღმერთთან. მხოლოდ მაშინ შორდება უფალი, როცა აბრაამი ასრულებს ლოცვას.
__ მაკდონალდის კომენტარი __

***
დაბ.18,33 ეს სიტყვები მიუთითებენ იმაზე, რომ ღვთის გამოცხადება (თეოფანია) დასრულდა.
__ ლოპუხინის კომენტარები __

***
ნახეთ, ღვთის წერილი როგორ მოდის ჩვენთან (გამოხატვის სახიერებაში). «განეშორა ღმერთი», არა იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ ჩვენთვის ღმერთი განსაზღვრულ რომელიმე ადგილზე, არამედ შევიცნოთ გამოუთქმელი ღვთიური სიყვარული. თხრობის ასეთ სახიერებას უშვებს სულის მადლი ადამიანის უძლურებისთვის შესაწევად. სიტყვები: «შემოსვლა და გასვლა» არასაკადრისია ღმერთისთვის, მაგრამ ასეთი მგრძნობიერი გამოთქმები ჩვენთვის სასწავლებლადაა დაშვებული და წერილი იყენებს ადამიანურ გამოთქმებსაც. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის სმენისთვის ღვთის დიდებულების სიტყვის სიმაღლის წვდომა.
__ იოანე ოქროპირი __


2.2.88 Бог перестал говорить и восшел
Быт.17,[22]: 18,[33]; 35,13-15 Исх.20,22; 31,18 Чис.12,8.9 Вт.5,4 Суд.6,21; 13,20 Матф.11,1; 13,53 Лук.7,1