რისხვით ინთება უფლის ცეცხლი ცოდვის გამო


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 32 : 22 ; ფსალმუნები 117 : 2 ; ესაია 1 : 31 ; ესაია 5 : 24 ; ესაია 9 : 18 ; ესაია 10 : 16 ; ესაია 27 : 4 ; ესაია 30 : 27 ; ესაია 42 : 25 ; იერემია 5 : 14 ; იერემია 11 : 6 ; იერემია 17 : 27 ; იერემია 21 : 14 ; იერემია 50 : 32 ; გოდება იერემიასი 4 : 11 ; ეზეკიელი 10 : 2 ; ოსია 8 : 14 ; ამოსი 2 : 5 ; ნაუმი 1 : 10 ; ზაქარია 12 : 6 ;
=3.51.26 რისხვით ინთება უფლის ცეცხლი ცოდვის გამო

რჯლ.32,22 ფს.117,2 ეს.1,31; 5,24; 9,18; 10,16.17; 27,4; 30,27; 42,25 იერ.5,14; 11,6; 17,27; 21,14; 50,32 გოდ.4,11 ეზეკ.10,2 ოს.8,14 ამ.2,5 ნაუმ.1,10 ზაქ.12,6

ბიბლიის მუხლები

რადგან ცეცხლი გაჩაღდა ჩემი მრისხანებით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის შავეთამდე და ნთქავს დედამიწას და მის მოსავალს, და ბუგავს მთათა საძირკვლებს.
რჯლ. 32,22

იტყვის ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!
ფს. 117,2

და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი.
ეს. 1,31

ამიტომ, როგორც ბზეს შეჭამს ცეცხლის ენა და თივა დაიფერფლება ალში, მათი ფესვი ხრწნასავით იქცევა და მათი ყვავილი მტვერივით აიყრება, რადგან უკუაგდეს უფალ ცაბაოთის რჯული და ისრაელის წმიდის ნათქვამი მოიძულეს.
ეს. 5,24

რადგან ცეცხლივით გიზგიზებს ბიწიერება, ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და მჩხვლეტავ ბუჩქნარსა ჭამს იგი, და ცეცხლს უკიდებს უღრან ტყეს და ამოდის კვამლის სვეტები.
ეს. 9,18

ამიტომ მოავლენს უფალი ცაბაოთი მის მსუქნებზე სიმჭლევეს და ალი მოედება მის დიდებას, როგორც ცეცხლის ალი. და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და მისი წმიდა – ალად და იგიზგიზებს და შეჭამს მის მჩხვლეტავ ბუჩქნარსა და მის ნარ-ეკალს ერთ დღეში.
ეს. 10,16.17

მრისხანება არა მაქვს მე, ვინ მომცემს ბრძოლაში ნარ-ეკალს, გადავთელავდი მათ, გადავბუგავდი ერთიანად.
ეს. 27,4

აჰა, უფლის სახელი მოდის შორიდან, გიზგიზებს მისი რისხვა და მძიმეა მისი ტვირთი, მისი ბაგენი სავსეა მრისხანებით და მისი ენა შემჭმელი ცეცხლივითაა.
ეს. 30,27

და გადმოღვარა მასზე თავისი რისხვა და ომის სასტიკება, და ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ. მაგრამ ვერ მიხვდა და სწვავდა მას, გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.
ეს. 42,25

ამიტომ ასე თქვა უფალმა, მხედრობათა ღმერთმა: რადგან თქვენ ამბობდით ასეთ სიტყვას, მე ვაქცევ შენს პირში ჩემს სიტყვებს ცეცხლად. ხოლო ამ ერს – შეშად, რომელსაც ის შთანთქავს!
იერ. 5,14

და მითხრა უფალმა: წარმოთქვით ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში: ისმინეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი.
იერ. 11,6

და თუ არ მომისმენთ მე, რომ წმიდაჰყოთ შაბათი დღე და არ იტვირთოთ ტვირთი შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში შესვლისას, მაშინ ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში, რომელიც შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.
იერ. 17,27

და მოგკითხავთ თქვენ თქვენი ნამოქმედარის ნაყოფისამებრ, - სიტყვა უფლისა, - და ცეცხლი წაეკიდება მის ტყეს და ორგვლივ ყველაფერს შეჭამს.
იერ. 21,14

და წაიბორძიკებს ბოროტგანმზრახველი და დაეცემა, და არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს დავანთებ მის ქალაქებში და შეჭამს ყოველივეს მის ირგვლივ.
იერ. 50,32

დაასრულა უფალმა თავისი გულისწყრომა, გადმოღვარა თავისი რისხვის ალი, და დაანთო ცეცხლი სიონზე, რომელმაც შეჭამა მისი საძირკვლები.
გოდ. 4,11

და ეუბნებოდა იმ კაცს, შემოსილს სელით: მოდი ბორბლებს შორის ქერუბიმის ქვეშ და გაივსე მუჭები ცეცხლის ნაკვერცხლებით, რომლებიც ქერუბინებს შორისაა, და მოისროლე ქალაქზე, და შევიდა იგი ჩემს თვალწინ.
ეზეკ.10,2

დაივიწყა ისრაელმა თავისი შემქმნელი და საკერპოებს აშენებს; იუდამ გაამრავლა ციხე-ქალაქები, მაგრამ მე ცეცხლს მოვავლენ მის ქალაქებზე და ის შთანთქავს მის დარბაზებს.
ოს.8,14

ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქავს იერუსალიმის დარბაზებს.
ამ.2,5

რადგან ეკლებ-ბარდებივით ჩახლართულნი და მომთვრალეთა მსგავსად დამთვრალნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.
ნაუმ. 1,10

იმ დღეს გავხდი იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ამთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხს ირგვლივ. იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში.
ზაქ. 12,6


3.51.26 Во гнeвe возгорeлся огонь Господeнь из за греха
Вт.32,22 Пс.117,2 Ис.1,31; 5,24; 9,18; 10,16.17; 27,4; 30,27; 42,25 Иер.5,14; 11,6; 17,27; 21,14; 50,32 Плач.4,11 Иез.10,2 Ос.8,14 Ам.2,5 Наум.1,10 Зах.12,6