ბიბლიური მაგალითები ჩვენი ლოცვების ასაგებად


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 33 : 13 ; იერემია 29 : 7 ; მათე 5 : 44 ; მათე 6 : 9 ; მათე 11 : 25 ; მათე 14 : 23 ; მათე 26 : 36 ; მარკოზი 1 : 35 ; მარკოზი 13 : 33 ; მარკოხი 14 : 38 ; ლუკა 3 : 21 ; ლუკა 5 : 16 ; ლუკა 9 : 18 ; ლუკა 10 : 2 ; ლუკა 11 : 1 ; ლუკა 22 : 32 ; იოანე 11 : 41 ; იოანე 17 : 1 ; იაკობი 5 : 16 ; 1იოანე 5 : 16 ; 3იოანე 1 : 2 ; ეფესელთა 1 : 15 ; ეფესელთა 6 : 18 ; ფილიპელთა 1 : 9 ; კოლასელთა 1 : 9 ; 2თესალონიკელთა 3 : 1 ; 1ტიმოთე 2 : 1 ;
=3.2.4. ბიბლიური მაგალითები ჩვენი ლოცვების ასაგებად

- ღვთის გზების ცოდნისთვის გამ.33,13
- ლოცვა იმ სოციუმისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ იერ.29,7
- მათთვის ვინც იდევნება ქრისტეს გულისთვის მათ.5,44.45
- ლოცვის მთავარი ნიმუში მათ.6,9-13
- ღვთის ნების აღსრულებისთვის მათ.26,42
- უფალთან შეხვედრის მზადყოფნისთვის მარ.13,33
- რათა არ ჩავვარდეთ საცდურში მარ.14,38
- რათა მოვიდეს მისი სამეფო დედამიწაზე ლუკ.10,2
- რომ არ დაილიოს სხვების რწმენა ლუკ.22,32
- ბოროტისგან დაცვისთვის იოან.17,15-17
- ერთობისთვის იოან.17,21-23
- განკურნებისთვის იაკ.5,16
- შემცოდებელთათვის 1იოან.5,16
- ჯანმრთელობისთვის 3იოან.1,2
- სიბრძნისა და გამოცხადების სულის მისაღებად ეფ.1,15-18
- ილოცეთ ჩვენთვის ეფ.6,18.19
- სიყვარულის ზრდისთვის ფლპ.1,9.11
- ღვთის ნების შეცნობისთვის კოლ.1,9-11
- ლოცვა სხვადასხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში გამოღვიძებისთვის 2თეს.3,1
- ადგილობრივ მმართველთათვის 1ტიმ.2,1-4

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 33
13. თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გემუდარები, მაუწყე შენი გზები, რათა შეგიცნო და ვპოვო მადლი შენს თვალში; აჰა, გაითვალისწინე, რომ შენი ერია ეს ხალხი”.

იერემია 29
7. მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.

მათე 5
44. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

მათე 6
9. თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10. მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!

მათე 26
42. მეორედაც განშორდა, ლოცულობდა და ამბობდა: "მამაო ჩემო, თუ შეუძლებელია, რომ ამერიდოს ეს სასმისი და არ შევსვა ის, იყოს შენი ნება”.

მარკოზი 13
33. აჰა, იფხიზლეთ და ილოცეთ! ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.

მარკოზი 14
38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მოშურნეა, ხოლო ხორცი უძლური”.

ლუკა 10
2. უთხრა მათ: "სამკალი ბევრია, მუშაკი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.

ლუკა 22
32. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები”.

იოანე 17
15. არ გთხოვ, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისგან.
16. წუთისოფლისგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან.
17. განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.
21. რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი - შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე.
22. დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი.
23. მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

იაკობი 5
16. აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.

1იოანე 5
16. თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და ღმერთი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი.

3იოანე 1
2. საყვარელო! ვლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყო და მიაღწიო ისეთ წარმატებას, როგორ წარმატებასაც შენი სულით მიაღწიე.

ეფესელთა 1
15.ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
16. არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,
17. რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;

ეფესელთა 6
18, ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
19. ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,

ფილიპელთა 1
9. და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში.
10. რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს.
11. სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.

კოლასელთა 1
9. ამიტომ იმ დღიდან, ეს რომ მოვისმინეთ, ჩვენც განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი ნების შეცნობით, მთელი სიბრძნითა და სულიერი განსჯის უნარით,
10. რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;
11. მთელი ძალით გაძლიერდეთ მისი დიდების ძლიერებისამებრ, ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელობაში, სიხარულით.

2თესალონიკელთა 3
1. და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა გავრცელდეს და განდიდდეს უფლის სიტყვა, როგორც თქვენ შორისაა,

1ტიმოთე 2
1. ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,
2. მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;
3. ვინაიდან ესაა კეთილი და მისაღები, ჩვენი მაცხოვარი ღვთის წინაშე,
4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას.


3.2.4. Библеские примери для построения наших молитв
Исх.33,13 Иер.29,7 Матф.5,44.45; 6,9-13; 11,25; 14,23; 26,36-42 Мар.1,35; 13,33; 14,38 Лук.3,21.22; 5,16; 9,18.28.29; 10,2; 11,1; 22,32 Ин.11,41.42; 17,1-26 Иак.5,16; 1Ин.5,16; 3Ин.1,2 Еф.1,15-18; 6,18.19 Флп.1,9-11 Кол.1,9-11; 2Фес.3,1; 1Тим.2,1-4