მახარებლის უძლურება, შიში და ძრწოლა


საკვანძო მუხლები:

1კორინთელთა 1 : 17 ; 1კორინთელთა 2 : 3 ; 2კორინთელთა 4 : 7 ; 2კორინთელთა 10 : 10 ; 2კორინთელთა 11 : 29 ; 2კორინთელთა 12 : 5 ; 2კორინთელთა 13 : 4 ; გალატელთა 4 : 13 ; ეფესელთა 6 : 5 ;
=4.21.18 მახარებლის უძლურება, შიში და ძრწოლა

1კორინთელთა 2,[3] კომენტირებისთვის

3. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.

- ხორცით უძლური, მაგრამ სულით და ქადაგებით ძლიერია პავლე მოციქული და მასთან ერთად მის მიერ მოქცეულებიც ძლიერნი არიან 1კორ.1,17; 2,3; 4,10; 2კორ.4,7-12.16; 10,10.11; 11,29.30; 12,5-10; 13,4 გალ.4,13

- ღმერთისადმი მორჩილება მის სიტყვაში მართებს მახარებელს შიშითა და ძრწოლით 1კორ.2,3-7 (შდრ. ეფეს.6,5)

__თემაზე წერდნენ__
***
თანამედროვე მახარებლები ესწრაფვიან გადმოსცენ სახარება მოსაქცევებისთვის უფრო მოსახერხებელი და მისაღები სახით. ისინი აწვდიან მას ცოტა შერბილებით და მოსწორებით, მათი აზრით უფრო ნათლად და პოპულარული ენით. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ქადაგება ჯვრის შესახებ "სიშლეგეა" მათთვის. დიახ, ეს ასე იქნება ყოველთვის მოუქცეველი და განუახლებელი სულისთვის, და ჩვენ არ უნდა ვცდილობდეთ ვაქციოთ ის უფრო მიმზიდველად, რათა მივიღოთ მოწონება ადამიანებისგან, რომლებიც მიდიან ჯოჯოხეთში.

1კორინთელთა 1
17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.
18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.

მოციქული ამავე აზრს აგრძელებს 1კორინთელთა 2 თავშიც:

1. ასე რომ, როცა თქვენთან მოვედი, ძმანო, მოვედი, რათა ღვთის მოწმობა მეუწყებინა თქვენთვის, მაგრამ არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით;
2. რადგანაც გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
3. და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში.
4. ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,
5. რათა ადამიანური სიბრძნით კი არა, ღვთის ძალით განმემტკიცებინა თქვენი რწმენა.
6. სიბრძნეს კი ჩვენ ვქადაგებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამქვეყნიურსა თუ ამა ქვეყნის წარმავალ მთავართა სიბრძნეს,
7. არამედ სიბრძნეს ღვთისას, საიდუმლოსა და დაფარულს, საუკუნეთა უწინარეს, ჩვენდა სადიდებლად რომ განაწესა ღმერთმა;

"ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და სასტიკ ძრწოლაში" - წარმოიდგინეთ, ამას ამბობს ყველა დროის უდიდესი მახარებელი პავლე მოციქული. რა აშინებდა მას? თანამედროვე მახარებლები საკუთარ თავზე ასეთ რამეს არ ამბობენ. არა, ისინი ასეთ რამეს როგორ კადრებენ თავს. ისინი უნდა გამოიყურებოდნენ ვარსკვლავებად! ამბობენ ზოგზე, რომ მაგარი ორატორია. პავლე არ ამბობდა თავზე, რომ ორატორია, ვერც სხვები ჰკადრებდნენ, რადგან ის არ ცდილობდა ადამიანურ ენამზეობას, რათა პრობლემა არ შექმნოდა და არ დაკარგულიყო ჯვრის სიტყვა, ის ენდობოდა სული წმიდას და ავლენდა წარმოთქმულ სიტყვებში მის ძალას. პავლე ხსნიდა თავის სულს ჯერ კიდევ ქადაგების დაწყებამდე. რატომ მივიდა კორინთოში შიშით და ძრწოლით? აშინებდა რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა? არა. ადამიანების ეშინოდა? არა. მაგრამ მაინც ეშინოდა მას. ის მივიდა გაცნობიერებული თავისი უძლურებით, შიშით და არარაობის შეგრძნებით, რომ არ ექადაგა ადამიანური სიბრძნით, და რომ ადამიანთა რწმენა დაფუძნებოდა არა ადამიანურ სიბრძნეს, არამედ ღვთის ძალას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლეს ეშინოდა შეეძინა მოჩვენებითი ახალმოქცეულები. ეს უნდა აშინებდეს ყველა დღევანდელ მახარებელს და მწყემსს. ახლანდელ საევანგელიზაციო შეკრებებზე ასეთი მოჩვენებითი მოქცევა ბევრია, იმიტომ რომ გამოიყენება საჩვენებელი მეთოდები და სენსაციური ხერხები ადამიანებზე ზემოქმედებისთვის. მახარებლები მიმართავენ ადამიანური სიბრძნის სიტყვებს და წინ სწევენ საკუთარ თავს.

ჩვენ ვიცით, რომ მკის შემდეგ ღვთის მინდვრებზე უნდა დარჩეს ხორბალი და ღვარძლი, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ დღეს ხშირად უფრო მეტი ღვარძლი გვრჩება ვიდრე ხორბალი. ასობით ადამიანი აცხადებს რომ მიიღო ზეციდან შობა და ერთი კვირის შემდეგ მათგან ძნელია იპოვნო თუნდაც ერთი მოქცეული. დარწმუნებით შეიძლება თქმა, თუ კაცი ნამდვილად შეიცნობს თავის ცოდვილობას და ჭეშმარიტად იშობა სული წმიდით, ის აუცილებლად გაიზრდება კიდეც უფალში.
2კორინთელთა 5
17. ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი.
პავლე ერიდებოდა ცრუ მოქცევებს. მან იცოდა, რომ თუ ბევრი ღვარძლი მიიღებოდა ვიდრე ხორბალი, ეს ნიშნავდა, რომ ქადაგება მოიკოჭლებდა.
__ ჯონ სტიუარტი __

***
უნდა ვაღიაროთ, რომ ღვთის ძალის გარეშეც შეიძლება ადვილად მივიღოთ ღია განცხადებები მონანიების შესახებ და მივაღწიოთ დიდ შედეგებს. ზოგიერთები, როგორც ვიცით, იმდენად არიან დამოკიდებულნი სხვების აზრებზე, რომ მახარებლის გულმოდგინე და ენერგიულმა მოწოდებამ პლიუს რელიგიური ცხოვრების გარკვეულმა სარგებელმა შეიძლება მოახდინოს მათზე საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა, ისე რომ მზად არიან გამოეხმაურონ რამის ნებისმიერ წინადადებას, თუ ის წარმოდგენილია მათთვის მისაღები ფორმით. ათასობით ეკლესიის ცხოვრებისეული გამოცდილება ამტკიცებს, რომ ასეთ ადამიანებს არასოდეს გამოუცდიათ საკუთარ თავზე ღვთის ნამდვილი მადლის ძალა, და არ ჰქონიათ "რწმენა მთელი გულით". ახალმოქცეულთა უმრავლესობა, რომლებზეცაა საუბარი სარკლესიო ანგარიშებში, ხშირ შემთხვევაში წასულია, და ის ეკლესიები, სადაც ეს ხდება, იძულებული არიან ჰქონდეთ საქმე ისეთ ადამიანებთან, რომელთაც არ აქვთ სულიერი ინტერესები, რადგან არ მიუღიათ განმაახლებელი ძალები და არ არიან ზეციდან შობილნი.
მართალია, მრავალ ცრუ მოქცეულთა შორისაც გამოერევიან ჭეშმარიტნი, რითაც ჩვეულებრივ ამართლებენ მასობრივი ევანგელიზაციის მეთოდებს. თუმცა, სხვა მხრივ, იმ სულებს, რომლებიც მხოლოდ ზედაპირულად აღიძვრნენ, ადგებათ დიდი ზიანი, და ეს ზიანი ზოგჯერ აჭარბებს მიღებულ სარგებელს. ამაზე თავს იმართლებენ იმით, რომ არაფერი შედრება თუნდაც ერთი გამოხსნილი სულის ფასს. მაგრამ თუ ავწონით შედეგებს, ცრუ მოქცევების გამო რომ მიიღება, აღმოჩნდება, რომ ეს სულები ვარდებიან ღრმა იმედგაცრუებაში და ხდებიან საერთოდ მიუწვდომლები სულიერი ცხოვრებისთვის, ისე რომ ზიანი განუზომელია.
__ ლუის ჩეიფერი __

***
1კორ.2,3 - პავლეს შიში და ძრწოლა ნაკარნახევი იყო მისი მისიის სერიოზულობაში.
__ მაკარტურის ბიბლიის კომენტარი __

***
1კორ.1-5 პავლე იხსენებს, რომ მივიდა კორინთოში შიშითა და ძრწოლით (3): ასეთ საშიშროებას იწვევდა როგორც თვით ამ ქალაქის რეპუტაცია, ასევე პავლეს მიერ საკუთარი დაუცველობის შეგრძნება ყოველივეში. მან მიიღო მოფიქრებული და მტკიცე გადაწყვეტილება მოეცილებინა ყველანაირი ბუნებითი და ადამიანური სიბრძნე, ყურადღება მიეპყრო და არ სცოდნოდა არაფერი, ქრისტეს გარდა და ისიც ჯვარცმულისა (1,2). მან უარყო ფილოსოფიური არგუმენტაციის სახიფათო მიმზიდველობა: ამის ნაცვლად პავლე მთლიანად და სრულიად დაეყრდნო სული წმიდის მოქმედ ძალას და საკუთარი გამოცდილებით მოახდინა მისი დემონსტრირება (4). ეს გადაწყვეტილება იქცა გარანტიად იმისა, რომ შემდგომი გარდაქმნები კორინთელთა ცხოვრებაში სრულად გამყარდა არა ადამიანური სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით (5).
__ "ბიბლია დღეს ლაპარაკობს" __

***
1კორ.2,3,4 წინადადებებში უარყოფითი ფორმის გამოყენებით, პავლე აღწერს იმას, რასაც ორატორები უწოდებენ «ყოფნას». იგი არ უარყოფს ხარიზმატულ ნიჭს, იმიტომ რომ ის იქ იყო უძლურებაში, შიშში და დიდ ძრწოლაში, და მისი ქადაგება (უკეთესია «რიტორიკა») არ შენდებოდა განსაკუთრებულ რიტორიკულ რწმუნებულებათა ხერხებით, რასაც იყენებდნენ ორატორები, აუდიტორიის გრძნობებზე სათამაშოდ, არც კლასიკურ მაგალითებზე იყო დაფუძნებული, რომელთაც ადგილი აქვთ რიტორიკულ სახელმძღვანელოებში. მისი ქადაგების საფუძველში იდო არა რიტორიკის ხერხები, არისტოტელეს მიერ რეკომენდირებული, არამედ დარწმუნებულობა იმაში, რომ ის აღძრულია სული წმიდის ძალით. იგი ცდილობდა განემტკიცებინა კორინთელთა რწმენა ღვთის ძალაში, რათა არ დაყრდნობოდნენ ორატორთა მჭევრმეტყველებას (5). პავლე არ იყო ტკბილმეტყველი ორატორი, რომელიც დაარწმუნებდა კორინთელებს ქრისტიანებად ქცეულიყვნენ. ის განირჩეოდა ყველანაირი სახის ტრიბუნებისა და ორატორებისგან იმით, რომ არ იყენებდა მეთოდებს, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული კორინთოში, და არ არგებდა მათ თავისი უწყების შინაარსს, რადგანაც ღმერთმა უარყო მსგავსი სახის მეთოდები, «სიბრძნე ამქვეყნიური» (1:20).
__ ახალი ბიბლიური კომენტარები __

***
1კორ.2,3 ის მივიდა შიშით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რაშია აქ საქმე. მას არ ეშინოდა საკუთარი თავის გამო, უფრო ნაკლებად რცხენოდა სახარებისა, რომელსაც იგი ქადაგებდა. ეს, თავისთავად, არც არის შიში, არამედ "სიფრთხილეა ძრწოლით, ზრუნვა იმაზე, უფრო უკეთესად როგორ აღასრულო შენი მოვალეობა". პავლეს მიერ საკუთარი თავის მიმართ აქ გამოთქმული სიტყვები გამოყენებულია მისგანვე კეთილსინდისიერი მონების მდგომარეობისა და ქცევის დასახასითებლად, თუ როგორ უნდა ემსახურებოდნენ და ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს (ეფ.6,5). დიდ საქმეს შეჭიდებული კაცი სულიერი ძრწოლის გარეშე ვერ შესძლებს უნაკლოდ შესრულებას. ნამდვილად დიდი მსახიობი როლში შედის სპექტაკლის დასაწყისიდანვე; და მხოლოდ ის მქადაგებელი, რომლის გულიც ძალუმად ძგერს ქადაგების წინ, სასიკეთოდ გამოაცოცხლებს მსმენელებს.
__ ბერკლის კომენტარი __


4.21.18 Евангелист в немощи, в страхе и в трепете
1Кор.1,17.18; 2,1-[3]-7; 4,10; 2Кор.4,7-12.16; 5,17; 10,10.11; 11,29.30; 12,5-10; 13,4 Гал.4,13 Еф.6,5