საკვანძო მუხლები:
1.8.46. ბოშები ქრისტიანობაში
მორწმუნე ბოშები ევროპის ქვეყნებში ძირითადად კათოლიკეები არიან, რუსეთის ტერიტორიაზე — მართლმადიდებლები, ბალკანეთის ქვეყნებში — სუნიტი მუსლიმები. მათში გავრცელებულია აგრეთვე ტრადიცული რწმენა-წარმოდგენებიც. საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ნაწილი თავს მუსლიმად ან მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, თუმცა საქართველოში სხვა რელიგიური იდენტობის ბოშათა ჯგუფებიც არიან, მათ შორის ევანგელისტური აღმსარებლობის ქრისტიანები.
__თემაზე წერდნენ__
***
თურქეთში მცხოვრები ბოშები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ფულსაც კი უხდიდნენ, რომ მათთვის ქრისტიანობა არ წაერთმიათ. ამიტომ, ბევრ მოგზაურს ძალიან უკვირდა, რომ ისინი ოქროს ჯვრებს ატარებდნენ...
__ ლალი პაპასკირი __
***
ბოშები ქობულეთში დაახლოებით მე-19 საუკუნეში ჩამოსახლდნენ. მაშინ ისინი უმეტესად მუსულმანური რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ახლა კი ევანგელისტი ქრისტიანები არიან. მათი დღევანდელი შეხედულებებით მკითხაობა ცოდვად ითვლება და ძირითადად ვაჭრობით ირჩენენ თავს. კვირაში ორჯერ სკოლის ეზოში იკრიბებიან და ბოშური ჯგუფის – „მიქსის“ კონცერტებს უსმენენ. ტრადიციული ბოშური ტანსაცმელიც იშვიათად აცვიათ და ერთი შეხედვით არ განსხვავდებიან გელაურის ქართველი მოსახლეობისგან.
__ ნარგიზ ჯინჭარაძე __