1.6.27 თვითკრიტიკა
საკუთარ ნაკლოვანებათა კრიტიკა და შეცდომათა აღიარება. თავის თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და მაღალი მოთხოვნები წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული კაცისთვის აუცილებელი თვისებაა.
__თემაზე წერდნენ__
***
ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმოდენა ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.
__ ფენელონი __
***
ყოველი კაცი ცდება და მარტო დიდბუნებოვანი კი დაინახავს და იტყვის ხოლმე თავის შეცდომას.
__ ფონტენელი __
***
ადამიანი იქცევა ზრდასრულად იმ დღეს,როცა პირველად გაიცინებს საკუთარ თავზე გულწრფელად.
__ ეტილ ბარიმოსი __
***
თუ ადამიანმა გონებით კარგად შეიგნო თავისი ნაკლნი, იგი უნაკლო ადამიანთ ძალიან დაახლოებია.
__ გოეთე __
***
რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენ.
__ პოპე __
***
მხოლოდ იშვიათად, გამონაკლის ადამიანებს აქვთ იმდენი თვითკრიტიკა, რომ საკუთარ საღ აზრს მაინც დაუჯერონ, როდესაც ვინმე აჩვენებს.
__ ჰერმან საბო __
***
ნუ გეშინია საკუთარ თავზე სიცილის, რადგან თვითკრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც სახის ჩამობანა.
__ მაქსიმ გორკი __
***
ნუ გვეწყინება, გავიცინოთ საკუთარ თავზე, როცა შეცდომა ფიქრს გაახვევს სინანულის მწარე ბადეში.
__ (რაფო) რაფიელ მგელაური __
***
საკუთარი სისულელის ჩრდილში დიდხანს მაინც ნუ დადგებით.
__ ზაზა კაციაშვილი __
***
იყავი თვითკრიტიკული და ნაკლებად დაგწყვეტს გულს სხვათა შეფასება.
__ რობი უილიამსი __