1.5.8 უნებისყოფობაზე ფიქრი ცრურწმენის ერთერთი სახეა
__თემაზე წერდნენ__
***
ჩვენ ძალა უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ნებისყოფა, და ხშირად მხოლოდ საკუთარ თვალში თავის გასამართლებლად ბევრ რამეს ჩვენთვის შეუძლებლად ვთვლით.
__ ლაროშფუკო __
***
ნებისყოფა თუ არაფერს სწყვეტს, არ არის ნამდვილი ნებისყოფა: უნებისყოფო ადამიანი ვერასოდეს ვერ იღებს გადაწყვეტილებას.
__ ჰეგელი __
***
არ არსებობს დიდი ნიჭი დიდი ნებისყოფის გარეშე.
__ ბალზაკი __
***
სადაც ნებისყოფა არ არის, იქ არც გზა ჩანს.
__ ბერნარდ შოუ __
***
ჰოი, რა ტკბილია თურმე, როცა საკუთარი ძალის გწამს.
__ დოსტოევსკი __
***
რა არის ნებისყოფა, თუ არა აზრი საქმედ ქცეული?
__ ბესტუჟევ-მარლინსკი __
***
გონება იმისთვის აქვს ადამიანს, რომ გონივრულად იცხოვროს და არა იმისთვის, რომ უყუროს, რა უგუნურად ცხოვრობს.
__ ბელინსკი __
***
ფუჭია განსწავლულობა, თუ იგი ადამიანში ვერ აყალიბებს მტკიცე ხასიათს.
__ მაჰათმა განდი __
***
ჩვენი ნებისყოფა, ჩვენი კუნთებივით, მაგრდება მუდამ მზარდი საქმიანობით... თუ არ ავარჯიშეთ, უთუოდ სუსტი კუნთები და სუსტი ნებისყოფა გექნებათ.
__ უშინსკი __
***
დიდი ნებისყოფა მარტო იმის უნარი კი არ არის, რაღაც ისურვო და მიაღწიო, არამედ იმის უნარიცაა, აიძულო თავი და ხელი აიღო, უარი თქვა რაღაცაზე, როდესაც ეს საჭიროა. ნებისყოფა უბრალო სურვილი და მისი დაკმაყოფილება როდია, იგი სურვილიც არის და თავშეკავების უნარიც, სურვილიცა და უარის თქმაც.
__ მაკარენკო __
***
"ნებისყოფა" - უშინაარსო და უვარგისი ცნებაა, ცრურწმენის სახეა, რომელიც არქივს უნდა ჩაბარდეს. უნებისყოფო ადამიანები, ისევე როგორც უგულო და უღვიძლო, არ არსებობენ, მაგრამ არიან სხვადასხვა წყობის ადამიანები... "უნებისყოფო" ადამიანი ისაა, ვისაც ამ წუთში სწამს, რომ ის უნებისყოფოა, ხოლო "ნებისყოფიანი" - ის, ვისაც სჯერა, რომ ნებისყოფიანია. განსხვავებას განსაზღვრავს თვითშთაგონების განვითარებული ან გაუვითარებელი უნარი.
__ ვლადიმერ ლევი __
***
ნების სისუსტე სიჯიუტეში აფარებს თავს ისე, როგორც სილაჩრე - ტრაბახში და სიძუნწე - მფლანგველობაში. არც დამყოლი ხასიათი მიანიშნებს ხშირად მორჩილ ნებაზე ისე, როგორც ჭირვეულობა უტეხ ნებისყოფაზე.
__ შოთა ორველაშვილი __
1.5.8 Недостаток силы воли