სირცხვილს სიკვდილი სჯობია


საკვანძო მუხლები:

1.4.17 სირცხვილს სიკვდილი სჯობია

__თემაზე წერდნენ__
***
პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი. მე კი მგონია, რომ სიკცდილზე უარესია სირცხვილი.
__ სოკრატე __

***
ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად - კი არ ცხოვრობს, ნელა კვდება.
__ დემოკრიტე __

***
ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისაო.
__ ქართული ხალხური __

***
სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო.
__ ქართული ხალხური __

***
სირცხვილი მომადგა და სიკვდილი მანატრაო.
__ ქართული ხალხური __

***
სირცხვილს სიკვდილი სჯობია, ორივე ერთად ჯოჯოხეთიაო.
__ ქართული ხალხური __

***
ვაჟკაცი სადაც შერცხვება, მისი სამარე იქ არისო.
__ ქართული ხალხური __

***
თუ სიკვდილისა გეშინია, კარგს ვერაფერს გააკეთებ. თუ მაინც უნდა მოკვდე რაღაც სულელური მიზეზით, ჯობს ბარემ რაღაც დიდი საქმისთვის მოკვდე.
__ ფრანგული ხალხური __

***
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.
__ შოთა რუსთაველი __

***
ასე უთქვამს მობადს, რომ სახელოვანი სიკვდილი სჯობს სიცოცხლეს, რომელზედაც მტერია გალაღებული.
__ ფირდოუსი "შაჰნამე" __

***
ჩემი სიცოცხლე და პატიოსნება განუყრელნი არიან. წამართვით პატიოსნება და ამით ჩემს სიცოცხლესაც ბოლო მოეღება.
__ შექსპირი __

***
როცა კაცი ნამუსსა და სიცოცხლეს სასწორზე სდებს და ორში ერთი უნდა აირჩიოს, - მაშინ თუ ნამუსს ირჩევს, ეგ კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეს არაფრად აგდებს, არამედ იმას ნიშნავს თუ - რა ფასად უღირს ნამუსი.
__ ბოტიჩელი __

***
სიკვდილი შერცხვენაზე ბევრად უკეთესი იყო
__ ჰენრიკ სენკევიჩი __

***
ვის არ ურჩევნავ სიკვდილი აუგიანად ყოფნასა?!
__ ვაჟა-ფშაველა __

***
მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.
__ გალაკტიონი __