***
ნებისყოფა, რაც შემეცნებას ესწრაფვის, დასრულებული საქმით არასოდეს კმაყოფილდება.
__ ჯორდანო ბრუნო __
***
სინდისი პირველი და ხშირად უკანასკნელი ჯილდოა კეთილი საქმისთვის.
__ ბუასტი __
***
ბატონი იყავ შენი ნებისა და ყმა შენი სინდისისა.
__ ეშენბახი __
***
ზნეობა გონიერებაა გულისა.
__ ჰაინე __
***
ბიბლია არის გაცხადება ღვთის ნების და ჩვენ მის მიხედვით უნდა დავუმორჩილოთ ჩვენი აზრები და ქცევები მის სიტყვას.
__ ტ. ედვარდსი __
***
ჩვენი ჭკუა სულში ღრმადაა ჩამარხული, როგორც კაჟში ნაპერწკალი; იგი თავისით არ იჩენს თავს, თუ არავინ დააკვესა.
__ რიუკერტი __
***
საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.
__ დოსტოევსკი __
***
არ არსებობს ფანტაზია, რომლის სინამდვილედ ქცევაც არ შეეძლოთ გონებასა და ნებისყოფას.
__ მაქსიმ გორკი __
***
სული ანაყოფიერებს გონებას. მხოლოდ სული თესავს გონებაში მომავალი ქმნილების თესლს. დანარჩენს კი გონება აგვირგვინებს.
__ ეკზიუპერი __
***
სულის სიმტკიცე იმდენად სუსტდება, რამდენადაც საკუთარ ხორცს ვემონებით.
__ მაჰათმა განდი __
***
ნუ დავივიწყებთ, რომ ფიზიკური ძალა ისევე წარმავალია, ვით ჩვენი ხორცი. სულის სიმტკიცე კი მარადიულია, რადგან მარადიულია თვით სული.
__ მაჰათმა განდი __
***
ნებას შვილდავს.
__ გრიგოლ რობაქიძე __
***
დარბაისლურად თავი შეიკავა, გული დაუდო ნებას.
__ გიორგი ლეონიძე __
***
სინდისის ხანასაც თავისი გარდატეხის ხანა აქვს.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __
***
კაცი თავისი თავის შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს.
__ სტანისლავ ეჟი ლეცი __
***
საკანი სენაკს მაგონებს, პატიმარი - მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დაატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია.
__ მერაბ კოსტავა __
***
ჩვენი გონება, გრძნობები და სხეულის ყოველი ასო ცომი უნდა იყოს იმ სულის ნებისა, რომელიც ჩვენშია, ჩვენს სხეულში, სადაც ვხვდებით უფალს, და როგორც ღვთის სულია უხილავი, ასევე - ჩვენი სული, რომელსაც უნდა ვუმორჩილებდეთ როგორც ჩვენი სამშვინველის, ისე მისგან მოძრავი სხეულის ნებას.
__ მირზა ბადიაური __
***
სინდისი დაფდაფებს ააგრიალებს, მის ხმაზე გონება აათრთოლებს გულს, ქვასა და რკინას შემოხსნის და გულიც თავის მხრივ სამოქმედოდ დასძრავს სხეულს კაცის სინდისისა და უფლის ნებისად.
__ მირზა ბადიაური __