გარდაცვლილთა ცოდვების მიტევებისთვის ლოცვა


საკვანძო მუხლები:

2მაკაბელთა 12 : 1 ;
=3.13.2. გარდაცვლილთა ცოდვების მიტევებისთვის ლოცვა

2მაკაბელთა 12,39-45

__არაკანონიკური წიგნის მუხლები__

2მაკაბელთა 12
39. მეორე დღეს, რადგან ეს აუცილებელი იყო იმ დროისთვის, მოვიდა იუდას ხალხი, რომ წამოესვენებინათ ბრძოლაში დაცემულთა გვამები და ნათესავებთან ერთად მშობილიური სამარხებისთვის მიებარებინათ ისინი.
40. ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდაელებს. ყველასთვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი.
41. და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ.
42. დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო კეთილშობილი იუდა ჩააგონებდა ყველას, ცოდვებს მორიდებოდნენ, რაკი თავისი თვალით ნახეს, თუ რა დაატყდათ თავს ბრძოლაში დაცემულ იუდაელებს შეცოდების მიზეზით.
43. შეკრიბა თითოეული კაცისგან ორიათასამდე ვერცხლის დრაქმა და იერუსალიმში გაგზავნა, რათა ჩადენილი ცოდვის გამო მსხვერპლი შეეწირათ. მეტად ღირსეულად და პატივისცემით მოიქცა, რადგან აღდგომაზე ფიქრობდა.
44. ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას.
45. იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსავობაში გარდაცვილთ დიდებული საზღაური მოელის. წმიდაა და ღვთიური ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდართათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებლად.

__თემაზე წერდნენ__
***
არაკანონიკური მაკაბელთა მეორე წიგნი, თითქოსდა, ამართლებს გარდაცვლილთათვის ლოცვის აუცილებლობას, "ცოდვათაგან მათ სალხინებლად". როგორ შეესაბამება ეს ქრისტიანულ სოტეროლოგიას?
დაღუპულთა ბედის შესახებ ქრისტიანებს შორის არ არსებობს კონსენსუსი. ზოგი ფიქრობს, რომ გარდაცვლილთა ცოდვისგან ხსნა შესაძლებელია, თუ აღმოაჩნდებათ ცოცხლებში ისეთები, ვინც ილოცებენ და ითხოვენ მათ გადარჩენას. სხვები თვლიან, რომ ეს შეუძლებელია. ხოლო მესამეებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ჩვენი გაგებისთვის დაფარული საიდუმლო და ლოცულობენ გარდაცვლილთათვის იმიტომ, რომ უყვართ ისინი და სწამთ, რომ ყველა ცოცხალია ღმერთისთვის, როგორც თავად უფალმა თქვა. ამავე დროს, ყველა ქრისტიანი თანხმდება, რომ აუცილებელია კაცი ცხოვრებაშივე განთავისუფლდეს ცოდვისგან. რომ არ ეგების სინანულისა და ქრისტესადმი შედგომის სამომავლოდ გადადება, რადგან ეს გახლავთ ქრისტეს მოწოდების გამოუსწორებელი უგულებელყოფა. გარდა ამისა, უფალი მოგვიწოდებს, რომ ახლავე ვერწმუნოთ და დავიწყოთ ცხოვრება ცათა სასუფეველში. უფრო მეტიც, სიკვდილის შემდეგ, "ცოდვისგან დახსნის" პრობლემა არც განიხილება წმიდა წერილში, რამდენადაც ქრისტიანს "საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა." ინ.5,24

***
დაიმახსოვრე ასე: ყოველდღე და როდესაც ეს შეგიძლია, უთხარი საკუთარ თავს: „უფალო, შეიწყალე ყველა, ვინც შენს წინაშე გადმოვიდა“. ”რადგან ყოველ საათსა და ყოველ წამს ათასობით ადამიანი ტოვებს ცხოვრებას ამ დედამიწაზე და მათი სულები წარსდგებიან უფლის წინაშე - რამდენი მათგანი განეშორა ცისქვეშეთს, არავინ იცის მათი წუხილი და სიდუხჭირე, არავინ შეიბრალებს, რადგან არც არაფერი უწყიან მათზე: ცხოვრობდნენ თუ არა. ახლა კი, თუ, დედამიწის სხვა კუნჭულიდან აღდგება შენი ლოცვა უფლის მიმართ მისი შეწყალებისთვის, თუმცა მას საერთოდ არ იცნობდი, ის კი შენ, როგორი შვებაა მისი სულისთვის, რომელიც უფლის წინაშე დგას ძრწოლით, იმ წამსვე იგრძნობს, რომ მისთვის ლოცვაც არსებობს თურმე, რომ დედამიწაზე დარჩენილია ვიღაც, რომელსაც ის უყვარს. და ღმერთი გულმოწყალებით შეგხედავთ თქვენ ორივეს, რაკი შენ ასე გებრალება იგი, რაოდენ დიდი იქნება მისი შეწყალება, ვინც შენზე უფრო გულმოწყალეა და მოსიყვარულე. და აპატიებს მას შენი გულისთვის.
__ თეოდორ დოსტოევსკი "ძმები კარამაზოვები"__


3.13.2. Молитва за прошение грехов усопших
2Макав.12,38-45