ურჩხულების შესახებ ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 21 ; გამოსვლა 7 : 9 ; მეორე რჯული 32 : 33 ; ნეემია 2 : 13 ; იობი 26 : 12 ; ფსალმუნები 43 : 19 ; ფსალმუნები 73 : 13 ; ფსალმუნები 90 : 13 ; ესაია 14 : 29 ; ესაია 27 : 1 ; ესაია 30 : 6 ; ესაია 51 : 9 ; ფსალმუნები 148 : 7 ; იერემია 51 : 34 ; იერემია 50 : 39 ; ეზეკიელი 29 : 3 ; ეზეკიელი 32 : 2 ; გამოცხადება 12 : 3 ; გამოცხადება 13 : 2 ; გამოცხადება 16 : 13 ; გამოცხადება 20 : 2 ; იობი 7 : 12 ; იობი 30 : 29 ;
2.10.26. ურჩხულების შესახებ ბიბლიაში

- შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი (დიდი თევზები, ვეშაპები, ცხოველები - სხვადასხვა ქართული და რუსული ბიბლიის გამოცემებში) დაბ.1,21
- მოსეს კვერთხი იქცა დიდ გველად (ვეშაპად ზოგი გამოცემის მიხედვით) გამ.7,9.10.12
- ადიდებენ ღმერთს ფს.148,7
- შედარება მათთან (ზოგ თარგმანში: გველეშაპთან, ტურასთან) იობ.7,12; 30,29

ებრაულ ტექსტში სიტყვა "ურჩხული" გვხვდება, როდესაც საუბარია
- გველეშაპის, ვეშაპის, წყლის ურჩხულის, დიდი (ფრთოსანი, მფრინავი, ელვისებური, მოიერიშე, მლტოლვარე, სრიალა, დაკლაკნილი, გაქცეული, მორბენალი, განდგომილი, გულარძნილი) გველის, კობრის, გველგვესლის, ასპიტის შხამზე, წყაროზე, ნაყოფზე, მისთვის თავის გაჩეჩქვაზე, (მიმტვრევაზე, შემუსვრაზე, განგმირვაზე, მოკვლაზე, მოწყვლაზე), მისგან კაცის გადაყლაპვაზე (შთანთქმაზე, სტომაქის გავსებაზე) რჯ.32,33 ნეემ.2,13 იობ.26,12.13 ფს.73,13; 90,13; ეს.14,29; 27,1; 30,6
- დაცემულ ანგელოზზე (გველი, გველეშაპი) იობ.26,12.13
- ტურების, ბოროტის სადგომზე, ადგილზე იობ.30,29 ფს.43,19 იერ.50,39
- ტირანზე ეს.51,9 იერ.51,34
- ეგვიპტის მეფეზე, ფარაონზე ურჩხულივით, ვეშაპივით მყოფზე ზღვებში, მდინარეზე ნიანგივით გაწოლილზე ეზეკ.29,3; 32,2

ახალ აღთქმაში:
- სატანა (გველეშაპი, ვეშაპი, მხეცი, გველი) გმცხ.12,[7]-9.13.14.16.17; 13,2-4.11; 16,13; 20,2
- ანტიქრისტე (წითელი გველეშაპი) გმცხ.12,3.4

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.1,21 - ძალიან უცნაურია, რომ ებრაელი - მომთაბარე, ხმელეთზე მცხოვრები ხალხისთვის ცნობილი იყო ისეთი ცხოველების არსებობის შესახებ, როგორიც იყო პრეისტორიული მონსტრი-იქთიოზავრები.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***
იობ.32,12.13 - საუბარია დაცემული ანგელოზის ზეციდან განდევნაზე.
__ ბიბლია განმარტებებით ტ.6 __


---------------------------------
თემა ურჩხულების შესახებ საცნობარო ხასიათისაა და წარმოადგენს ბიბლიის სხვადასხვა ქართული და რუსული გამოცემების შეჯერებას, რითაც მაძიებელი მკითხველისთვის ნათელი გახდება, რომ ურჩხულები, როგორც დიდი ზომის ცხოველები შექმნილია ღმერთის მიერ; მოყვანილია მათი დახასიათება, რომ ისინი თავიანთი ზომებით თუმცა საშინელნი არიან, იმავდროულად განადიდებენ ღმერთს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის მუხლების უმეტესობა ურჩხულების შესახებ წარმოადგენს შედარებას მათთან ადამიანებისა, მმართველებისა და ბოლოს - ახალ აღთქმაში - სატანისა და ანტიქრისტესი.

2.10.26. Дракон
Быт.1,21 Исх.7,9.10.12 Вт.32,33 Неем.2,13 Иов.7,12; 26,12.13; 30,29 Пс.43,19; 73,13; 90,13; 148,7 Ис.14,29; 27,1; 30,6; 51,34 Иер.50,39 Иез.29,3; 32,2 Отк.12,[7]-9.13.14.17; 13,2-4.11; 16,13; 20,2