***
ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა.
__ იაკობ ხუცესი "შუშანიკის წამება" __
***
...გარეთ კეკლუცნი ჩვენ ვართ, რომელნი ვიმკვებით ფერად-ფერადითა სამკაულითა გარეგნით, ხოლო შინაგანი ჩვენი სული სავსე არს ცოდვითა და სიმყრალითა...
__ უცნობი ავტორი, „სიბრძნე ბალაჰვარისი“ __
***
მანკიერება სულის გახრწნაა; ნაკლი - ხასიათის მანკიერებაა, სასაცილო თვისებები - ჭკუის ნაკლია.
__ ლაბრუიერი __
***
როცა კაცის მთელი სიცოცხლის წარმმართველ ვნებას ამოვიცნობთ, ჩვენ უკვე დარწმუნებული ვართ, რომ მისი გულის მოგებას შევძლებთ, მაგრამ თვთვეულ ჩვენგანს სული უთვალავი სხვადასხვა ჟინით აქვს სავსე, რომელთაგან ბევრი თვით მის საკუთარ სიკეთეს ეწინააღმდეგება, იმ აზრით, რომლითაც მას ესმის საკუთარი სიკეთე, აი, სწორედ კაცის ეს სიშლეგე და დამთხვეულობაა, ყველაფერს რომ გვირევს.
__ ბლეზ პასკალი __
***
კაცის მგრძნობელობა ყოველგვარი წვრილმანისადმი და მისი სრული უგრძნობლობა ყოველივე დიადის მიმართ - სულის უცნაური გახრწნილების ნიშანია.
__ ბლეზ პასკალი __
***
საკმარისია ფუტკრის ნაყარს ყვავილნარში დაუდგა სკა და იგი სამუდამო მშვიდობას ჰპოვებს. მაგრამ ადამიანის ნაყარს მშვიდობა არ უწერია. სად არის ტრაგედია? საჭჲროა მისი მოძებნა. იგი, ზედაპირზე კი არა, ადამიანების სულში დუღს.
__ ეკზიუპერი __
***
მახსენდება. ჩვენი სახლის უკან მიწაზე იდო მძიმე ფიცარი. ბავშვები ზოგჯერ მივირბენდით და ძლივს ვეწეოდით, რა იყო მის ქვეშ... ოჰ, რა საშინელებაა!.. დაცოცავენ საზიზღარი მწერები და ემალებიან სინათლეს. ჩვენ სასწრაფოდ ვუშვებდით ძირს ფიცარს და გავრბოდით. მერე კი ისევ მივდიოდით სანახავად.
ასეთი ფიცარი მრავალს გააჩნია სულში და ცხოვრებაში!.. მისი გარე მხარე შესაძლოა გარანდული და მოსარკულიც კი იყოს. ის ჩვენ თვითონ მოგვწონს, მოგვწონს და მას ხალისითაც ვუჩვენებთ სხვებს, მაგრამ არის შინაგანი მხარეც: დაფარული, ბნელი, მიწიერი და ფარავს ყოველივე უწმიდურებას. საჭიროა „ფიცრის“ აწევა! დაე, გაუაროს მას ღვთის ნათელმა, განიწმიდოს და წარმოგვიდგეს იმ კაცად, „ვისი ცოდვებიც დაიფარა.“ (ფს.31,1)
__ იაკობ ლევენი __
***
ხანდახან ერეტიკული აზრი მებადება და მგონია ხოლმე, რომ ედემი სადმე სხვაგან, აქა და აქ კი არ იყო, არამედ კაცში იყო შინაგანად; რომ კაცი თავისი თავიდან გამოდევნილი ცოდვილია, რომელიც დაეძებს თავის თავს სხვაგან, სხვაში, კაცში, ქალში, ღვინოში, კერპში, ოღონდ არა თავის თავში და აბა რას იპოვის?!
__ შოთა ორველაშვილი __