მოვერიდოთ ხიფათს ცრუძმებისგან


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 15 : 1 ; საქმენი მოციქულთა 20 : 30 ; 2პეტრე 2 : 1 ; 1იოანე 4 : 1 ; იუდა 1 : 4 ; 2კორინთელთა 11 : 13 ; გალატელთა 2 : 4 ; გალატელთა 5 : 12 ; 2ტიმოთე 3 : 6 ;
=4.5.9. მოვერიდოთ ხიფათს ცრუძმებისგან

საქ.15,1.24,, 20,30,, 2პეტ.2,1.2,, 1ინ.4,1 იუდ.1,4,, 2კორ.11,13.26 გალ.2,[4].5,, 5,12,, 2ტიმ.3,6

ბიბლიის მუხლები

საქმენი მოციქულთა 15
1. ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.
24. რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის,

საქმენი მოციქულთა 20
30. და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ.

2პეტრე 2
1. იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.
2. ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულებას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.

1იოანე 4
1. საყვარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღვთისაგან არიან თუ არა, რადგანაც მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად.

იუდა 1
4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.

2კორინთელთა 11
13. რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
26. ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.

გალატელთა 2
4. შემოპარულ ცრუ ძმებს კი, მალულად რომ შემოძვრნენ, რათა ეთვალთვალებინათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს ქრისტე იესოში, და ამრიგად, დავემონებინეთ, -
5. წამითაც არა დავუთმეთ რა და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დარჩენილიყო თქვენში.

გალატელთა 5
12. ნეტავი მოიკვეთონ თქვენი ამმღვრევნი.

2ტიმოთე 3
6. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;


4.5.9. Опасность от лжебратьев
Деян.15,1.24,, 20,30,, 2Пет.2,1.2,, 1Ин.4,1 Иуд.1,4,, 2Кор.11,13.26 Гал.2,[4].5,, 5,12,, 2Тим.3,6