სული წმიდა შეგვეწევა, რისთვის ან როგორ ვილოცოთ


საკვანძო მუხლები:

მათე 10 : 20 ; საქმენი მოციქულთა 2 : 4 ; რომაელთა 8 : 26 ; გალატელთა 4 : 6 ; ეფესელთა 2 : 18 ;
=3.33.8. სული წმიდა შეგვეწევა, რისთვის ან როგორ ვილოცოთ

მათ.10,20 საქ.2,4 რომ.8,[26].27 გალ.4,6 ეფ.2,18

მათე 10
20. რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.

საქმენი მოციქულთა 2
4. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

რომაელთა 8
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.
27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.

გალატელთა 4
6. ხოლო რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც ღაღადებს: „აბბა, მამაო“!

ეფესელთა 2
18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.

3.33.8. Мы не знаем, а Дух знает, за что мы молимся
Матф.10,20 Деян.2,4 Рим.8,[26].27 Гал.4,6 Еф.2,18