ვერავინ წარგვიტაცებს ღვთის ხელიდან


საკვანძო მუხლები:

იოანე 10 : 28 ; 1პეტრე 5 : 8 ; რომაელთა 8 : 38 ; 2კორინთელთა 11 : 3 ;
2.7.23. ვერავინ წარგვიტაცებს ღვთის ხელიდან

ინ.10,28.29 რომ.8,[38.39]

- ეშმაკი წარტაცებას გვიპირებს, წინ აღვუდგეთ და ღმერთი შეგვეწევა 1პეტ.5,8-10; 2კორ.11,3

ბიბლიის მუხლები

იოანე 10
28. მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
29. მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე უმეტესია; და მისი ხელიდან ვერავინ წარიტაცებს მათ.

1პეტრე 5
8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.
9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.
10. ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.

რომაელთა 8
38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი,
39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

2კორინთელთა 11
3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.


2.7.23. Никто не похитит нас от руки Его
Ин. 10,28.29 Рим. 8,[38.39]
- Дьявол ишет, кого проглотить, противостойте и Бог укрепить вас 1Пет. 5,8-10; 2Кор. 11,3