სულია ჭეშმარიტება


საკვანძო მუხლები:

იოანე 3 : 5 ; იოანე 14 : 17 ; იოანე 15 : 26 ; იოანე 16 : 13 ; 1იოანე 5 : 6 ; 1ტიმოთე 3 : 16 ;
2.4.11. სულია ჭეშმარიტება

ინ.3,5,, 14,17,, 15,26,, 16,13,, 1ინ.5,[6],, 1ტიმ.3,16

ბიბლიის მუხლები

იოანე 3
5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.

იოანე 14
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

იოანე 15
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.

იოანე 16
13. ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.

1იოანე 5
6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.

1ტიმოთე 3
16. უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის
და ამაღლდა დიდებით.


2.4.11. Дух есть истина
Ин.3,5,, 14,17,, 15,26,, 16,13,, 1Ин.5,[6],, 1Тим.3,16