გულმოწყალე სამარიელი - იესო ქრისტე


საკვანძო მუხლები:

მიქა 6 : 8 ; მათე 20 : 28 ; მათე 23 : 23 ; ლუკა 6 : 36 ; იოანე 8 : 48 ; 1პეტრე 2 : 21 ; 1იოანე 3 : 16 ; 2კორინთელთა 8 : 9 ; ეფესელთა 3 : 19 ; ეფესელთა 5 : 2 ; ებრაელთა 2 : 9 ; გამოცხადება 1 : 5 ; ლუკა 10 : 33 ; 3მეფეთა 16 : 24 ; 3მეფეთა 20 : 1 ; 3მეფეთა 21 : 1 ; 4მეფეთა 6 : 19 ; 4მეფეთა 10 : 1 ; 4მეფეთა 17 : 24 ; ეზრა 4 : 3 ; ნეემია 4 : 2 ; ესაია 28 : 1 ; ესაია 36 : 19 ; იერემია 23 : 13 ; იერემია 31 : 5 ; იერემია 41 : 5 ; ეზეკიელი 16 : 46 ; ეზეკიელი 23 : 4 ; ოსია 7 : 1 ; ოსია 8 : 5 ; ოსია 10 : 5 ; ოსია 13 : 16 ; ამოსი 3 : 9 ; ამოსი 4 : 1 ; ამოსი 6 : 1 ; ამოსი 8 : 14 ; აბდია 1 : 19 ; მიქა 1 : 1 ; მათე 10 : 5 ; ლუკა 9 : 52 ; ლუკა 17 : 16 ; იოანე 4 : 4 ; საქმენი მოციქულთა 1 : 8 ; საქმენი მოციქულთა 8 : 1 ;
=2.3.46. გულმოწყალე სამარიელი - იესო ქრისტე

ლუკ.10,30-[33-37]
- იესო სამარიელად (ანუ წარმართად) მოიხსენიეს ინ.8,48
- მან შეგვიყვარა 1ინ.3,16 ეფ.3,19 გმცხ.1,5
- და გულმოწყალებით აღასრულა ხსნის საქმე მათ.20,28; 2კორ.8,9 ებრ,2,9-11
- მივბაძოთ იესოს, ვიყოთ გულმოწყალენი მიქ.6,8 ლუკ.6,36; 1პეტ.2,21 ეფ.5,2
- ნუ მივატოვებთ მოწყალეობას მათ.23,23

---------------------
სამარია (საგუშაგო კოშკი) არის
1. ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს დედაქალაქი 3მფ.16,24-29
- ბენ-ჰადადმა ორჯერ აიღო 3მფ.20,1-22
- სასწაულებრივად იქნა დახსნილი 4მფ.6,19-23
- ბაალის მსახურები გაანადგურეს 4მფ.10,1-28
- "მთვრალი ეფრემის სიამაყის გვირგვინი" ეწოდა ეს.28,1

სამარია არის
2. ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს სახელწოდება 3მფ.21,1 იერ.31,5 ეზეკ.16,46; 23,4 ოს.7,1 ამ.3,9; 4,1; 6,1 აბდ.1,19 მიქ.1,1
- არის კერპთაყვანისმცემლობა ეს.36,19 ოს.8,5; 10,5; 13,16 ამ.8,14

სამარიის მაცხოვრებლები
მოხდა აქ რასების აღრევა სხვადასხვა ხალხის ჩასახლებით 4მფ.17,24-41
- ცდილობდნენ დაახლოებას ებრაელებთან ეზრ.4,3 იერ.41,5
- ხელს უშლიდნენ ნეემ.4,2
- აცდუნებდნენ იერ.23,13

ქრისტეს დროს სამარია არის მხარე პალესტინაში მათ.10,5
- სამარიელთა სოფელში არ მიიღეს ქრისტე ლუკ.9,52
- ქრისტემ განკურნა სამარიელი ლუკ.17,16
- ქრისტე ესაუბრება სამარიელ ქალს იოან.4,4-42
- იესო მოუწოდებს მოწაფეებს იქადაგონ სამარიაში საქ.1,8
- დევნილი ეკლესია სამარიაში გაიფანტა საქ.8,1-5

ბიბლიის მუხლები

მიქა 6
8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

მათე 20
28. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.

მათე 23
23. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.

ლუკა 6
36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.

ლუკა 10
30. მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.
31. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.
32. ასევე ერომა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია.
33. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი;
34. მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.
35. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.
36. როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?
37. მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.

იოანე 8
48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული?

1პეტრე 2
21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.

1იოანე 3
16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.

2კორინთელთა 8
9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.

ეფესელთა 3
19. და, რაც ყოველგვარ შემეცნებას აღემატება, - შეცნობა ქრისტეს სიყვარულისა, რათა აღივსოთ ღვთის მთელი სავსებით.

ეფესელთა 5
2. და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი ღმერთს.

ებრაელთა 2
9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.
10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ,

გამოცხადება 1
5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,


2.3.46. Добрый Самарянин - Иисус Христос
3цар.16,24-29; 20,1-22; 21,1; 4цар.6,19-23; 10,1-28; 17,24-41 Езд.4,3 Неем.4,2 Ис.28,1; 36,19 Иер.23,13; 31,5; 41,5 Иез.16,46; 23,4 Ос.7,1; 8,5; 10,5; 13,16 Ам.3,9; 4,1; 6,1; 8,14 Авд.1,19 Мих.1,1; 6,8 Матф.10,5; 20,28; 23,23 Лук.6,36; 9,52; 10,30-[33-37]; 17,16 Ин.4,4-42; 8,48 Деян.1,8; 8,1-5; 1Пет.2,21; 1Ин.3,16; 2Кор.8,9 Еф.5,2 Евр.2,9-11 Отк.1,5