ანგელოზები ემსახურებიან ქრისტეს


საკვანძო მუხლები:

მათე 4 : 11 ; მათე 28 : 2 ; მარკოზი 1 : 13 ; მარკოზი 16 : 5 ; ლუკა 22 : 43 ; ლუკა 24 : 2 ; იოანე 20 : 12 ;
2.6.4. ანგელოზები ემსახურებიან ქრისტეს

მათ.4,[11] მარ.1,13 ლუკ.22,43

- ანგელოზები იესოს საფლავთან მათ.28,2-4 მარ.16,5 ლუკ.24,2-5.23 ინ.20,[12]

ბიბლიის მუხლები

მათე 4
11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. =2.6.4

მათე 28
2. და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, ვინაიდან უფლის ანგელოზი ჩამოეშვა ზეცით, მივიდა, სამარხის კარიდან გადააგორა ლოდი და ზედ ჩამოჯდა.
3. სახე მისი იყო როგორც ელვა და სამოსი მისი - სპეტაკი, როგორც თოვლი.
4. მისი შიშით შეძრწუნდნენ საფლავის მცველნი და მკვდრებს დაემგვანენ.

მარკოზი 1
13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას.

მარკოზი 16
5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ.

ლუკა 22
43. და მოევლინა ანგელოზი ზეცით, რომელიც განამტკიცებდა მას. 

ლუკა 24
2. მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
3. და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
4. ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
5. რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო.

იოანე 20
12. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.


2.6.4. Ангелы служат Христу
Матф.4,[11] Мар.1,13 Лук.22,43
- Ангелы у могилы Христа Матф.28,2-4 Мар.16,5 Лук.24,2-5.23 Ин.20,[12]